ტრეიდინგი - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ტრეიდინგი

ღირებულება

₾400

დაწყების თარიღი

19 ნოემბერი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი განვადებით

კომპანიების აქციების შეძენა და აქციებში ინვესტირება, საფონდო ბირჟის მეშვეობით – ეს ისეთივე პროფესიაა, როგორიც უამრავი სხვა. სწორი მიდგომით და შესაბამისი ცოდნით დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

საინვესტიციო სამყაროს ლეგენდარული ინვესტორები: Warren Buffett, Raymond Dalio, Carl Icahn, Charlie Munger და სხვები, ფლობენ კომპანიებს, რომლებიც არანაირ პროდუქტს არ აწარმოებენ – ეს ადამიანები კაპიტალის ინვესტიციას ახდენენ სხვადასხვა კომპანიების აქციებში.
როგორ ახერხებენ ისინი წარმატებულ ინვესტირებას ათწლეულების მანძილზე?
სემინარი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მორგებულია კომპანიების აქციებში ინვესტირებაზე მოკლევადიანი პერიოდით.

აქ არ მოიაზრება ფორექსთან ან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ვაჭრობა! 

ტრენინგზე გაეცნობით:

  • როგორ მოქმედებენ და რის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს ცნობილი ტრეიდერები;
  • როგორ აზღვევენ პოზიციებს ჰეჯ ფონდები;
  • როგორ მოქმედებენ მარკეტმეიკერები.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. რა არის საფონდო ბირჟა?
  2. რას წარმოადგენს კომპანიის აქცია? და როგორ შეიძლება მოხვდეს კომპანიის აქცია საფონდო ბირჟაზზე (IPO)
  3. როგორ მოვძებნოთ და შევარჩიოთ საბროკერო კომპანია?
  4. საბროკერო კომპანია “TDAmeritrade” და მისი სავაჭრო პლატფორმა “Thinkorswim”-ის გაცნობა;
  5. აქციის რეალური ღირებულების გამოთვლა;
  6. რას წარმოადგენს საფონდო ინდექსები: S&P 500, DOW JONES. RUSSELL 2000… და მათი კომპლექტაცია და აუცილებელია ინფორმაცია ნებისმიერი ტიპის ინვესტორისთვის და ტრეიდერისთვის;
  7. რას წარმოადგენენ ბიზნეს-სექტორები და რა გავლენა აქვთ მათ საფონდო ბაზრის მოძრაობაზე (ჯამში 9 ბიზნეს სექტორის განხილვა და მათი კომპლექტაცია);
  8. ბაზრის მიმართულების განსასაზღვრად საჭირო დიაგრამების ანალიზი;
  9. ტექნიკური ანალიზი, განხილული როგორც რამდენიმე ტექნიკური ინდიკატორი;
  10. რას წარმოადგენს ობციონების ბაზარი და როგორ გამოიყენება ეს ინსტრუმენტი ჰეჯირებისთვის (როგორ ფუნქციონირებენ ჰეჯ-ფონდები);
  11. ობციონები როგორც სავაჭრო ინსტრუმენტი (უმნიშვნელოვანესია წარმატებული ტრეიდების განსახორციელებლად);
  12. ტრეიდერის ტიპები;
  13. ფინანსური გარიგებების ტიპები. რა სახის გარიგებები ხდება საფონდო ბირჟაზე;
  14. ფართო ხედვის ქონა, დიდი სურათი, ინფორმაციის ანალიზი.

ჯაბა დიხამინჯია

შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე საქმიანობის 11 წლიანი გამოცდილებით, ორიენტირებული მხოლოდ Equity markets-ზე.

2016 წელი – „მაგთიკომი“ – მაგთიკომის მიერ შეძენილი კომპანია „ანეტის“ გენრალური დირექტორი.

2015 წელი – „მაგთიკომი“ – გენერალური დირექტორის მოადგილე ადმინისტრაცილი მიმართულებით CAO (Chief Administrative Officer)

2008 წლიდან – „მაგთიკომი“ – რალიზაციის დეპარტამენტის დირექტორი.

დაწყების თარიღი: 19 ნოემბერი

დასრულების თარიღი: 28 ნოემბერი

ტრენინგის დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი

დაწყების დრო: 19:00 საათი

შეხვედრების რაოდენობა: 4 შეხვედრა

საათების ჯამური რაოდენობა: 8 საათი

ტრენინგის ღირებულება:  500 ლარი

25 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, ტრენინგის ღირებულება შეადგენს 400 ლარს. 

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს

Close Menu