ტრენინგ ცენტრი - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ჰედვაისის ტრენინგ ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიკაციის ასამაღლებელ, პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებსაც უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები. კომპანიის მიზანია მოიცვას ყველა ის მიმართულება, რაც ექვემდებარება ტრენინგის ჩატარების ფორმატს.

ტრენინგ ცენტრის ძირითადი პროგრამებია:

  1. პიროვნული განვითარების პროგრამები (ფსიქოლოგია)
  2. გაყიდვები და მარკეტინგი
  3. Lean Six Sigma Management
  4. ადამიანური რესურსების მართვა
  5. მოლაპარაკების ტექნიკები
  6. საჯარო გამოსვლები
  7. ბიზნეს ქოუჩინგი
  8. ბიზნეს ფსიქოლოგია
  9. კლინიკური ფსიქოლოგია (კონსულტირება და თერაპია)
  10. სერვისის განვითარება
  11. მართვის ფსიქოლოგია

2017 წელს კომპანია ჰედვაისი გახდა Sterling Business School (USA; Ukraine)-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, Lean Six Sigma Management-ის მიმართულებით. რის შედეგადაც, ის მონაწილეები, რომლებიც გადიან აღნიშნულ კურსს, იღებენ Sterling Business School-ის, Rowan University (USA)-ს და ჰედვაისის ერთობლივ, საერთაშორისო სერტიფიკატს.

ჰედვაისის ტრენინგ ცენტრში, გეგმიური, ტრენინგების საშუალებით, არაფორმალური განათლების მიღება შეუძლია, როგორც ცალკეულ ფიზიკურ პირს, ასევე კონკრეტული ორგანიზაციის პერსონალს. გარდა ამისა, შესაძლებელია ნებისმიერი იურიდიული პირის მიერ კონკრეტული ტრენინგის დაკვეთა, რომელსაც მხოლოდ მისი პერსონალი დაესწრება.

ჰედვაისის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი ტრენინგის სრულყოფილად გავლის შემთხვევაში, ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი (ქართული და ინგლისური) სერტიფიკატი.

მიმდინარე და დაგეგმილი ტრენინგები იხილეთ მთავარ გვერდზე.

Close Menu