Headvice • ჰედვაისი

Flow Leadership

პოზიტიურ ფსიქოლოგიაში, Flow არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ქმედებაზე მაქსიმალური ფოკუსირება, სრული ჩართულობა და პროცესით სიამოვნების მიღება. “Flow“,  ასევე, ხასიათდება დროისა და სივრცის შეგრძნების დაკარგვით.

სრულად

Lean Six Sigma Green Belt Training

6 სიგმა არის ტექნიკებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც იყენებს სტატისტიკურ ანალიზს, ოპერაციათა შესრულების ხარისხის გასაზომად და გასაუმჯობესებლად.

სრულად

მართვის ფსიქოლოგია

პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა მართვის ფსიქოლოგიურ ასპექტებში, გაზარდოს მენეჯერული კომპეტენცია და დაეხმაროს მონაწილეებს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში, ისევე როგორც ორგანიზაციული ასევე პერსონალური სტრესის მართვაში.

სრულად

ადამიანური რესურსების მართვა

პროგრამის მიზანია მსმენელებს გააცნოს და ჩამოუყალიბოს ხედვა HR – ის როლისა და ფუნქციის შესახებ. განივითარონ საჭირო უნარები, გამოიყენონ თანამედროვე HR მიდგომები და კომპანიაზე მორგებით შეიმუშავონ განვითარების გეგმა.

სრულად

პიროვნული განვითარების ტრენინგი – სახეთა თეატრი

გიწვევთ კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე, აუგუსტო ბოალის ტრენინგების სერიიდან – “Theatre of the Oppressed”, “Image Theatre”, “Rehearsal of Success”, რომელიც ბიზნეს ფსიქოლოგიისა და ქონსალთინგის თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდია.

სრულად

იდეიდან ბიზნესამდე – Lean Startup Methodology

კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ცოდნა და პრაქტიკული უნარებ-ჩვევები საკუთარი სტარტაპ იდეის რეალიზებისთვის და ზოგადად თანამედროვე, კონკურენტულ, სტარტაპ გარემოში იოლად ადაპტირებისთვის. კურსის მთავარი ფოკუსი არის „ვიწრო სტარტაპის მეთოდოლოგიაზე“ (Lean Startup Methodology), რომელიც არის ინოვაციებისა და სტარტაპების მენეჯმენტის სრულიად თანამედროვე ფილოსოფია.

სრულად

ინტერნეტ მარკეტინგი

რა საჭიროა ინტერნეტ მარკეტინგი? დღეს ინტერნეტი უდიდესი სფეროა მთელს მსოფლიოში. ინტერნეტისთვის არ არსებობს ასაკი, ეროვნება, ქვეყანა. ეს არის სისტემა, რომელიც მაგნიტივით იზიდავს და აკავშირებს ადამიანებს.

სრულად

მართვის პრინციპები და მეთოდები

ტრენინგ-პროგრამა გათვლილია ნებისმიერი პროფესიის და გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებზე, ვისაც სურს, განივითაროს ლიდერობის პოტენციალი, გაეცნოს მართვის პრინციპებს და გამოიმუშავოს მენეჯმენტის საკვანძო ფუქნციების განხორცეილებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

სრულად

Men's Brain, Women's Brain – Negotiating the Difference

მამაკაცის და ქალის გონება – არის თუ არა მათ შორის განსხვავება? ახდენს თუ არა ეს გავლენას ბიზნესში? მოლაპარაკების წარმოება ეს არის განსხვავებებზე მორგება. ჩვენ ჩავუღრმავდებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის კროს-გენდერული კომუნიკაციები, პიროვნული ურთიერთობები და საკუთარი თავის შეცნობა ისეთ სიღრმეზე, სადაც შესაძლოა ბევრი სიახლე აღმოვაჩინოთ, რაც აქამდე არ ვიცოდით.

სრულად

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები

კურსის მიზანია მსმენელებს განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ რეალური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებაში. ტრენინგის განმავლობაში მსმენელები შეისწავლიან ქართულ საბაზრო მოთხოვნებზე მორგებულ სხვადასხვა მარკეტინგულ კომუნიკაციასა და სტრატეგიას.

სრულად

ჰიპნოტური ენა კომუნიკაციაში

ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის ვისი საქმიანობაც ორიენტირებულია მოახდინოს გარკვეული გავლენა სხვა ადამიანებზე, მიაღწიოს შეთანხმებას მარტივად, დაამყაროს გრძელვადიანი და ჰარმონიული ურთიერთობები პარტნიორებთან, მართოს ადამიანთა ჯგუფი.

სრულად

ნეირომარკეტინგი

საერთაშორისო სარეკლამო სივრცეში უკვე დიდი ადგილი უჭირავს ნეირომარკეტინგულ კვლევებს.
უფრო მეტიც ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა: Google, Microsoft, CoCa-Cola, Pepsi, Mcdonald’s, Facebook და სხვა სარეკლამო კამპანიებს უკვე ნეირომარკეტინგული ანალიზის გარეშე აღარც გეგმავენ.

სრულად

მარკეტინგი და კრეატიული გრაფიკა (Art Direction)

ტრენინგის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ბრიტანული მარკეტინგის უახლეს ტენდენციებს, რომელიც მორგებული იქნება ქართულ საბაზრო მოთხოვნებზე.  აგრეთვე – არტ დირექტორისათვის საჭირო თეორიულ ბაზას, რომელიც დაეხმარებათ მარკეტერებს სწორი მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.

სრულად

გაყიდვების მენეჯმენტი

დღეს-დღეობით ბიზნესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტის სწორად გაყიდვის ტექნიკებს.
საინტერესოა როგორ და რატომ იღებს ადამიანი გადაწყვეტილებას ყიდვის პროცესში, და რა მექანიზმი ეხმარება მას გააკეთოს არჩევანი ორ მსგავსს პროდუქტს შორის.

სრულად

სასტუმროს მომსახურების უნარ-ჩვევები

სასტუმროს, ჰოსტელის ან გესთ ჰაუსის მოქმედი მენეჯერებისთვის.

ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, რომ მიიღონ ან გაიღრმაონ ცოდნა და უნარ-ჩვევები სასტუმროს მომსახურების სფეროში.

მათთვის ვისაც საკუთრებაში აქვთ ან აპირებენ, რომ ჰქოდეთ სასტუმრო, ჰოსტელი ან გესთ ჰაუსი.

სრულად

ტიპოგრაფია და კომუნიკაცია

ნათქვამია, რომ ცუდი ტიპოგრაფია ყველგანაა, კარგი კი – შეუმჩნეველი რჩება. ჩვენ მუდმივად გარშემორტყმულნი ვართ ტიპოგრაფიის ელემენტებით, ყოველდღიურად ვიღებთ ათასობით წერილობით მესიჯს ისე, რომ ჩვენი ტვინი, ფიქრის გარეშე აღიქვამს მათ.

სრულად

მარკეტინგის სერტიფიცირებული პროფესიონალი

კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მარკეტინგი ქართულ საბაზრო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ მათ ჩამოაყალიბონ ეფექტური მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგია, შეარჩიონ შესაბამისი არხები და შექმნან კონტენტი. სერტიფიცირებული კურსის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ მარკეტინგის დისციპლინის შესახებ სრულ პროფესიულ ცოდნას. მათ ექნებათ უნარი ჩამოაყალიბონ სწორი მარკეტინგული სტრატეგია, გაზარდონ ბიზნესის მომგებიანობა სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების ეფექტური გამოყენებით და განავითარონ კრეატიული აზროვნება. 

სრულად

არავერბალური კომუნიკაცია და სიცრუის ამოცნობის ტექნიკები

აღნიშნულ თემაზე ხშირად ტარდება საჯარო ლექციები და სემინარები, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ამ სფეროში გარკვევა კომპლექსურ პრაქტიკულ სწავლებას მოითხოვს ჰედვაისი გთავაზობთ ტრენინგის უნიკალურ და პრაქტიკულ ფორმატს, სადაც გათვალისწინებულია ყველა საკითხის სიმულაციურ – ექსპერიმენტული შესწავლა.

სრულად

ტრენერების სკოლა – TOT

დარგობრივი ცოდნა არ არის საკმარისი ტრენინგის ჩატარებისთვის. ტრენინგის ჩატარება მოითხოვს ბევრ სხვა კომპეტენციასა თუ პიროვნულ უნარს. სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის კომბინაცია იძლევა ტრენინგის მაღალ ეფექტურობას. ჰედვაისი იწყებს ახალ პროექტს ზურა მხეიძესთან ერთად – ტრენერთა სკოლა, რომელიც ითვალისწინებს ტრენერის პროფესიის შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ამ სფეროში.

სრულად

ცვლილებები მხატვრული ცოდნის გამოყენებით

 

დღეს, ტექნოლოგიურ ეპოქაში არავის უკვირს ინფორმაციის მოპოვება, მნიშვნელოვანია ის თუ როგორ შეძლებ მის ტრანსფორმაციას.
ჰედვაისი გთავაზობთ 4 დღიან სალექციო კურსს – „ცვლილებები მხატვრული ცოდნის გამოყენებით” ლევან ბერძენიშვილთან ერთად!

სრულად

Lean Six Sigma Yellow Belt Training

6 სიგმა არის ტექნიკებისა და მეთოდების ერთობლიობა, რომელიც იყენებს სტატისტიკურ ანალიზს, ოპერაციათა შესრულების ხარისხის გასაზომად და გასაუმჯობესებლად.

სრულად

ქოუჩინგი მართვაში

 

21 საუკუნემ მრავალი სიახლე მოიტანა, რის შედეგადაც, პერსონალის მართვისა და მოტივაციისთვის დივერსიფიცირებული და მოქნილი მიდგომა გახდა საჭირო. კონკურენციის ზრდამ და მაღალი ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ სტრესული გარემო შექმნა, რომელიც ახლებურ მოთხოვნილებებს ბადებს ადამიანური რესურსების მართვისა და მოტივირებისათვის.

სრულად!

მარკეტინგის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანია, შესძინოს მსმენელებს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები მარკეტინგის სფეროში. აღჭურვოს მსმენელები ცოდნით მარკეტინგის ძირითადი ფუნქციონალური საკითხების შესახებ, ასწავლოს მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობის მართვა.

სრულად

Close Menu