ტრანსფორმაციული ქოუჩინგი

ღირებულება

₾700

დაწყების თარიღი

9 იანვარი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

ცხოვრების მანძილზე ხშირად დგება ეტაპი, როდესაც გიწევს ცვლილებების მართვა, ახალი როლების მორგება და გამოწვევების დაძლევა. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ძველი მეთოდები ნაკლებად მუშაობს, გჭირდება ახლებური ხედვა და პრობლემის გადაჭრის განსხვავებული სტრატეგიები.
პერსონალური ტრანსფორმაცია საშუალებას მოგცემს მოირგო ახალი როლები და უფრო ეფექტურად გადაჭრა პრობლემები, დაისახო ახალი მიზნები და ისწავლო მათი მიღწევის უფრო მოკლე გზები. 
რა „დისტანცია“ არსებობს შენი არსებული მდგომარეობიდან დასახულ მიზნამდე?
ქოუჩინგის პროგრამა – „ დისტანცია“ , რომელიც მეტაფორულად აღწერს ტრანფორმაციის მანძილს A დან B პუნქტამდე, წარმოადგენს მდგრადი უნარების ფორმირების მეთოდს, რომელიც დაგეხმარება გახდე უფრო ეფექტური და რესურსული.

ტრენინგზე დასწრებისას შენ:
• გაეცნობი ტრანსფორმაციული ქოუჩინგის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს
• გაერკვევი – „ დისტანციის“ ძირითად მიმართულებებში
• საკუთარ თავზე გამოცდი რამდენიმე ყველაზე ეფექტურ ქოუჩინგურ ტექნიკას
• გადმოგეცემა სავარჯიშოების პრაქტიკაში დანერგვის თანამედროვე ინსტრუმენტები

ტრენინგის ძირითადი საკითხები:

1. თვითეფექტურობა სამუშაო სივრცეში
შეძლებ დანეგრო დროის მართვის უნიკალური სისტემა, მნიშვნელოვნად გაზარდნ საკუთარი პროდუქტიულობა და გააუმჯობესონ ძალების აღდგენის პროცესი (ენერგიის რეგულაცია).
2. სტატუსი, ავტორიტეტი და ზეგავლება
მნიშვნელოვნად აიმაღლებ თვითრწმენას, საკუთარ სტატუსს და შეძლებ შენთვის სასურველ პოზიციონირებას სხვადასხვა სიტუაციაში.
3. ლიდერობა და ქარიზმა
შეძლებ ლიდერული უნარების განვითარებას – ადამიანების დაინტერესებასა და ეფექტურ მოტივირებას, ჯგუფში ლიდერობის საკუთარ თავზე აღების და პროცესების გაძღოლის უნარს.
4. ემოციების მართვა
ისწავლი საკუთარი ემოციების მართვას, შეძლებ სირთულეების უფრო მარტივად გადალახვას.
5. ურთიერთობების მართვა
შეძლებ მიმდინარე ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
6. ჯანსაღი ცხოვრების წესი 
შეძლებ ძილის და კვების დარეგულირებას, თვითდისციპლინის შემუშავებას, ფიზიკური აქტივობების დაგეგმვასა და სისრულეში მოყვანას

როკ ტაისონი

ამერიკული არმია, სპეცნაზი – the “Green Berets” – ლიდერი
ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო ძალები – ტრენერი, კონსულტანტი
8 წლის განმავლობაში მან წარმატებით დაატრენინგა 25 ბატალიონზე მეტი და გამოცხადებულ იქნა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო უფროსი ტრენერი.
აქვს, როგორც პრაქტიკოსი ლიდერის, ასევე ლიდერობის ემოციურ ინტელექტთან კომბინაციაში სწავლების 25 წლიანი გამოცდილება.

ქეთი ჟვანია-ტაისონი

20 წელზე მეტია, რაც მუშაობს ქოუჩინგის, პიროვნული განვითარების, ლიდერობის, ემოციური ინტელექტის, თიმ ბილდინგისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით.

დაწყების თარიღი: 9 იანვარი
ტრენინგის დღეები: 9, 11, 16, 18, 19 იანვარი
ტრენინგის განრიგი: 

  • 9, 11, 16, 18 იანვარი – 19:00 – 22:00
  • 19 იანვარი – 11:00 – 17:00

საათების ჯამური რაოდენობა: 16 საათი
ტრენინგის ღირებულება: 700 ლარი

20 დეკემბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, 700 ლარის ნაცვლად გადაიხდით 550 ლარს.

ტრენინგის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს