ტიპოგრაფია და კომუნიკაცია - Headvice • ჰედვაისი

Headvice • ჰედვაისი

ტიპოგრაფია და კომუნიკაცია

რეგისტრაცია დასრულებულია

ნათქვამია, რომ ცუდი ტიპოგრაფია ყველგანაა, კარგი კი – შეუმჩნეველი რჩება. ჩვენ მუდმივად გარშემორტყმულნი ვართ ტიპოგრაფიის ელემენტებით, ყოველდღიურად ვიღებთ ათასობით წერილობით მესიჯს ისე, რომ ჩვენი ტვინი, ფიქრის გარეშე აღიქვამს მათ. დიზაინერის საქმეა დაალაგოს სიტყვები და ფრაზები ისე, რომ სათანადოდ, ეფექტურად და შედეგიანად გვესაუბროს.
როგორც დიზაინერები და მარკეტოლოგები, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ სწორი კომუნიკაცია შევქმნათ ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიასთან. ტიპოგრაფია კი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კომუნიკაციის დასამყარებლად. ეფექტურ ტიპოგრაფიას შეუძლია ჩვენი მესიჯი მყისიერად მიაწოდოს ადრესატს და ამავე დროს, არასწორი ტიპოგრაფიის შემთხვევაში, შესაძლებელია არ შედგეს კომუნიკაცია, ან სულაც არასწორი მესიჯი იქნას მიწოდებული მიზნობრივი აუდიტორიისათვის.
ადამიანების მსგავსად, ტიპოგრაფიასა და ფონტს აქვთ საკუთარი მახასიათებლები. როდესაც ჩვენ ვხვდებით უცხო ადამიანს, ჩვენ მყისიერად გვექმნება პირველი შთაბეჭდილება. იგივე ხდება კომპანიებისა და ტიპოგრაფიის შემთხვევაშიც. ხშირ შემთხვევაში, ჩვენს მიერ გარემოს აღქმას სწორედ ტიპოგრაფია განსაზღვრავს, იმას თუ რითი ვიკვებებით, რას ვიცვამთ, რას ვკითხულობთ, რომელ ბრენდებს ვენდობით და ასე შემდეგ.

ტრენინგის გავლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ ტიპოგრაფიის რაობა და მისი მნიშვნელობა.

ვორქშოპზე განსახილველი თემები იქნება შემდეგი:

• ტიპოგრაფიის საფუძვლები:
ფონტების ჯგუფები; მახასიათებლები; ტერმინოლოგია

• შრიფტის შექმა:
როგორ გავმართოთ შრიფტი; ინტერვალები; გარჩევადობა; დაჯგუფება.

• ტიპოგრაფია და ლოგოს დიზაინი:
ქეისების განხილვა; კარგი და ცუდი; ლოგოს განვითარება

• ტიპოგრაფიის ფსიქოლოგია:
აღქმის შექმნა; საჭირო ფერი; ეფექტური კომუნიკაცია

ტრენინგს გაუძღვება: ბრიტანელი არტ დირექტორი – ეივიონ ქეინი.
ტრენინგის დღეები: 19, 21 აპრილი
დაწყების დრო: 19:00 საათი
დასრულების დრო: 21:00 საათი
ღირებულება: 100 ლარი

ვორქშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაცია დასრულებულია

Close Menu