Headvice

ორგანიზაციის საჭიროებების და მიზნების გათვალისწინებით ჩვენ ვქმნით კორპორატიულ ტრენინგებს, განვსაზღვრავთ გასაუმჯობესებელი უნარების და კომპტენციების ჩარჩოს, ტრენინგის ბოლოს ვზომავთ მიღწეულ შედეგებს და პროგრესს.

კორპ.ტრენინგი

კომუნიკაცია

არაეფექტურმა კომუნიკაციამ ხშირად შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური სამუშაო ურთიერთობები და შეიძლება გავლენა იქონიოს კომპანიის საბოლოო შედეგზე. კომუნიკაციის კურსი დაეხმარება თქვენს გუნდს განავითაროს და გამოასწოროს ის აუცილებელი უნარები, რომლებიც მათ სჭირდებათ როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი კომუნიკაციისთვის.

მენეჯერების განვითარების პროგრამა

პროგრამა ორი ძირითადი მოდულისგან შედგება 1) ადამიანების მართვა 2)პროდუქტიულობის და ეფექტურობის მართვა

პროგრამის მიზანია მენეჯერებს გააცნოს მართვის საკვანძო უნარები და დაეხმაროს მათ გავარჯიშებაში.

პროფაილინგი HR დეპარტამენტისთვის

პროგრამის მიზანია HR დეპარტამენტის თანამშრომლებს დაეხმაროს ინტერვიუს ჩატარებაში და კანდიდატების/არსებული თანამშრომლების შეფასებაში.

პროგრამა უზრუნველყოფს ქცევითი ინტერვიუს და ქცევითი ანალიზის ხელსაწყოების პრაქტიკულ გამოყენებას, რაც დაეხმარებათ თანამშრომლებს საკუთარი კომპეტენციების უკეთ გააზრებასა და ახალი უნარების განვითარებაში.

გაყიდვები და მომსახურება

პროგრამის ამოცანაა დაეხმაროს კომპანიის თანამშრომლებს ადამიანებთან კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარის განვითარებაში. ინდივიდუალური საჭიროებების და ტიპოლოგიის ამოცნობით სპეციფიური  საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავებაში.