Headvice აკადემია - ყველაფერი შენით იწყება
„ჰედვაისი“ პიროვნების შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისკენ ორიენტირებული ბრენდია, რომლის უკლებლივ ყველა ქმედება ადამიანის და სამყაროში მისი ადგილის, ბიზნეს პროცესებში მისი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად განსაზღვრისკენ არის მიმართული.
ერთის მხრივ, ჩვენ ხელს ვუწყობთ ორგანიზაციებს და ბიზნესებს პროფესიონალი კადრების მოძიებასა თუ გადამზადებაში , პარალელურად კი, ცალკეულ ადამიანებს ვეხმარებით კარიერულ წინსვლასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნის პროცესში.
2022 წელს საერთო სერვისებიდან გავმიჯნეთ ტრენინგების მიმართულება, რომელიც „ჰედვაის აკადემიის“ სახელით განაგრძნობს ბაზარზე ოპერირებას.
„ჰედვაის აკადემია“ ტრენინგების მრავალფეროვან არჩევანს და ყველა იმ კომპეტენციის შეძენასა თუ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ადამიანს საქმეში წარმატების მისაღწევად სჭირდება.
ჩვენი მიზანიც და ამოსავალი წერტილიც არის „ადამიანი საქმეში“,
და ამ საკითხს 3 განსხვავებულ პრიზმაში ვუყურებთ:
- ურთიერთობა საკუთარ თავთან
- ურთიერთობა სხვა ადამიანთან
- ურთიერთობა გარე სამყაროსთან
ჩვენ ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ უკეთ დაინახონ საკუთარი თავი და ფუნქცია ბიზნესში, ხოლო ბიზნესს სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და საქმისათვის შესაფერისი, პროფესიონალი ადამიანების პოვნაში ვეხმარებით.
რას ვაკეთებთ
ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს და ბიზნესებს ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრონ საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები, იპოვონ მათი გადაკვეთის წერტილები და აღმოაჩინონ საკუთარი თავის ყველაზე ეფექტური ვერსია,რომელზეც დააშენებენ პიროვნული თუ ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობებს.
ისტორია
კომპანია „ჰედვაისი“ ადამიანებსა და ორგანიზაციებს გონივრული არჩევანის გაკეთებაში 2015 წლიდან ეხმარება და მათ პიროვნული, თუ პროფესიული განვითარების სხვადასხვა არჩევანს სთავაზობს.
2017 წლიდან, სტერლინგ ბიზნეს სკოლასა და როვანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჰედვაისი გახდა პირველი ტრენინგ ცენტრი საქართველოში, რომელიც ორგანიზებას უწევს Lean Six Sigma-ს საერთაშორისო სერტიფიცირებას.
2018 წელს ჰედვაისმა საქართველოში პირველად ჩაატარა Flow ლიდერობის საერთაშორისო სერტიფიცირება, რის შემდეგაც, Aleas Inc. California-სთან თანამშრომლობით, ქართულ ენაზე ითარგმნა HR გეიმიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გლობალური თამაში Fligby.
2021 წლიდან ჰედვაისი გახდა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების ქსელის – McDonald’s Germany-ს ოფიციალური პარტნიორი თანამშრომლების შერჩევისა და შეფასების მიმართულებით.
მსხვილი საკონსულტაციო სერვისების საერთაშორისო ბაზარზე გატანისა და მომსახურების სპექტრის ზრდის შედეგად, 2022 წელს ერთმანეთისგან მკაფიოდ გაიმიჯნა კორპორაციული და საცალო მიმართულებები.
შესაბამისად, ტრენინგების მიმართულება მოექცა „ჰედვაის აკადემიის“ სივრცეში, ხოლო ორგანიზაციულ განვითარებაზე „ჰედვაის ქონსალთინგი“ ზრუნავს.
ბრენდის დაპირება
„ჰედვაის აკადემია“ ტრენინგების მრავალფეროვან არჩევანს და ყველა იმ კომპეტენციის შეძენასა თუ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ადამიანს საქმეში წარმატების მისაღწევად სჭირდება, ეს მიმართულებებია:
- მარკეტინგი და კომუნიკაცია
- პიროვნული განვითარება
- ბიზნესის მართვა
- ლიდერობა და ადამიანების მართვა
- დიზაინი
რაც შეეხება „ჰედვაის ქონსალთინგს“, ის ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაზე ადამიანების ქცევის შესწავლისა და განვითარების გზით მუშაობს და ბიზნესებს რამდენიმე სერვისს სთავაზობს, ესენია:
- პერსონალის შერჩევა
- პერსონალის შეფასება
- ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება
- ტალანტების მოტივაციისა და მართვის სისტემების დანერგვა
- მომგებიანი გუნდის შექმნა
ბრენდის მისია და ხედვა
ჩვენი მისიაა ვაპოვნინოთ ადამიანებს საკუთარი ძლიერი მხარეები და გავუღვივოთ ახალი ინტერესები, ბიზნესებს კი დავეხმაროთ არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში, რაც კვალიფიციური და სწორედ მოტივირებული ადამიანური რესურსის დახმარებით არის შესაძლებელი.
შესაბამისად, გვსურს გავხდეთ სივრცე, სადაც ბიზნესისა და დასაქმებულის ინტერესები ერთმანეთს ხვდება, კომპანია, რომელიც შრომის ბაზარზე პროფესიონალი კადრებისა და კეთილსინდისიერი დამსაქმებლის მოძიების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და ხელს უწყობს ქართული ბიზნეს გარემოს განვითარებას.