სანამ სამუშაოს შესრულების აქტიურ ფერხულში ხარ ჩაბმული, იცი რომ მეტი აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც ურჩად აგრძელებ მუშაობას, ხვდები რომ საქმე სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ვეღარ განიცდი სიამოვნებას, გიჭირს დასვენების და სამუშაო დროის ერთმანეთისგან გამიჯვნა, გრძნობ რომ აღარ გაქვს საკმარისი ენერგია რაიმეს შესაცვლელად, თუ ეს ყველაფერი შენთვის ძალიან ნაცნობია ესეიგი გადაწვის გზას ადგახარ.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ტერმინი – „სამუშაო გადაწვა“, მაგრამ ვიცით კი მისი ზუსტი მნიშვნელობა?
რატომ ხდება ესე? როგორ უნდა მივხდე? და რა უნდა გავაკეთო წინასწარ მისგან თავის დასაცავად?
რატომ ხდება?
ხშირად გვონია, რომ საქმის რაოდენობა არის ის, რაც გავლენას ახდენს გადაწვაზე, თუმცა სინამდვილეში მთავარი ფაქტორი საქმის შესაბამისობაა. რას ნიშნავს ეს?
მაგალითად, თუ ხარ ადამიანი, რომელიც ნაკლებად ორიენტირებულია დეტალებზე, ძალიან არ უყვარს რუტინა, მისი მთავარი სიამოვნება ადამიანებთან ინტერაქცია და აქტიური სოციალური სიტუაციებია, ამ დროს კი, მისი საქმის 80% დაკავშირებულია რუტინასთან და დეტალებზე ფოკუსირებასთან, ხოლო საქმის შესრულება ძირითადად არ მოითხოვს ადამიანებთან ურთიერთობას, შენ აუცილებლად ძალიან მალე გადაიწვები, რადგან საქმე, რომელსაც აკეთებ ნაკლებად თავსებადია შენს პიროვნულ თვისებებთან და მისი შესრულება შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ანუ კარგავ დიდი რაოდენობით ენერგიას.
როგორ უნდა მივხდე?
ჩვენ ხშირად გვაქვს მსგავსი მომენტები, თუმცა თუ წარმოვიდგენთ როგორ გრძელდება ეს მდგომარეობა კვირების განმავლობაში, შეგვიძლია მივხდეთ რას განიცდიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამუშაო გადაწვა.
ეს იმაზე გაცილებით უფრო ცუდია ვიდრე გქონდეს უბრალოდ ცუდი დღე ან იყო დასტრესილი. მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, ბედნიერების ხარისხს, კარიერულ მიღწევებს და გავლენა იქონიოს ისეთი პრობლემების წარმოქმნაზე როგორიცაა: დეპრესია, ინსომნია, კვებითი დარღვევა, ურთიერთობების ხარისხის დაქვეითება და სხვა. კვლეების თანახმად სტრესი ტვინის ქერქის პრეფრონტალურ ნაწილს აზიანებს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, ემოციურ კონტროლსა და კონცენტრაციაზე.
რა უნდა გავაკეთო წინასწარ მისგან თავის დასაცავად?
როგორც უკვე ვახსენეთ, გადაწვას საქმის დიდი რაოდენობა არ განაპირობებს, არამედ საქმის შინაარსი რომელიც ან შეესაბამება პიროვნების ხასიათს ან არა. თუ ისეთ პროფესიაში ხარ, რომელიც შენს გულს ნაკლებად უხარია, არ გავსებს ენერგიით და პირიქით გაცლის კიდეც, მნიშვნელოვანია ამ საქმის პარალელურად შევქმნათ ტვინისთვის ე.წ „სასიამოვნო საქმე“, რომელიც შემავსებლის როლს ითამაშებს და გამოცლილ ენერგიას დააბალანსებს.
თუ ვამბობთ რომ გადაწვისგან საუკეთესო თავდაცვა ბალანსია, მაშინ ის დროა დავსვათ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა გვჭირდება ბალანსისა და ჰარმონიის დასაცავად:
და ბოლოს, გიზიარებთ ენერგიის მართვის პატარა ხელსაწყოს, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ, გაზარდოთ ან სულაც გააქროთ რიგი აქტივობები თქვენი ცხოვრების რუტინიდან, ბალანსის აღსადგენად და გადაწვის თავიდან ასარიდებლად.
შეადგინეთ ცხრილი შემდეგი ბლოკებით, და მიუსადაგეთ სასურველი აქტივობები:
სტატიის ავტორი: მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი