fbpx

ნეირომეცნიერება საკმაოდ ახალგაზრდა დისციპლინაა, თუმცა უკვე მოასწრო ღრმა და საინტერესო მიგნებების გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, შეუძლია თუ არა მას რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადოს ზრდასრულ ასაკში.

1990 წელს პირველად გავიგეთ ნეიროპლასტიურობის შესახებ, რაც გვეუბნება რომ ადამიანის ტვინი მუდმივ ფორმირებასა და ცვლილებას განიცდის, არამხოლოდ ადრეულ ასაკში, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე.

რა არის ნეიროპლასტიურობა?

ჩვენი ტვინი 100 მილიარდი ნერვული ქსოვილისგან – ნეირონისგან შედგება. ყველა ნეირონს აქვს მიელინის ფენა, რომელსაც ინფორმაცია გადააქვს ერთი ნეირონიდან მეორეზე. ის ნივთიერებაა, რომელიც პასუხისმგებელია ტვინის სტრუქტურულ პროგრესსა და განვითარებაზე.

წარმოიდგინე, იწყებ ცეკვის სწავლას. ეს შენი გონებისთვის სიახლეა და ამ დროს მიელინი იწყებს ნეირონებს შორის ახალი კავშირების შექმნას. რამნდენჯერაც ეცდები ცოდნის გაღრმავებას, გავარჯიშებას, მიელინის ფენა ხდება უფრო მსხვილი და ძლიერი. თავიდან თუ ილეთების შესრულება რთულად გეჩვენებოდა, ნელ-ნელა ის სულ უფრო მარტივი და მექანიკური ხდება.

როდესაც ამბობ:  „ტვინი უნდა გავავარჯიშო“, ნეირომეცნიერების ენაზე ეს ნიშნავს გამოიმუშავო სქელი მიელინის გარსი.

გარსის გამყარებამდე ახალი რაღაცის სწავლა რთული გვეჩვენება და ჩვენგან საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და ნებისყოფას.

რა კავშირშია ნეიროპლასტიურობა ლიდერობასთან?

ჩვენი ტვინი ისეთნაირად არის მოწყობილი რომ მის განვითარებაზე უდიდეს გავლენას სოციალური ინტერაქციები ახდენს. ასე ხდება მაგალითად როდესაც ბავშვს მუდმიმვად ეძლევა უკუკავშირი სხვადასხვა ქცევაზე, ზოგიერთი იფუთება როგორც „ცუდი“, ზოგი კი როგორც „კარგი“, დროთა განმავლობაში კი ეს პროცესი აყალიბებს შენს რწმენებს და დამოკიდებულებებს.

„სოციალური ინტერაქცია აქტიურ მონაწილეობას იღებს ტვინის ფორმირებაში“ – ეს დებულება საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ რომ ლიდერებს შეუძლიათ თანამშრომლების გონებაზე ნეირონულ დონეზე მოახდინონ გავლენა, საშუალება მისცენ გაზარდონ შესაძლებლობები, გააფართოვონ თვალსაწიერი და მოახდინონ სასურველი ქცევის ფორმირება.

როგორ უნდა გამოიყენო ნეიროპლასტიურობა როგორც ლიდერმა?

ნეიროპლასტიურობა მუშაობს საუკეთესოდ როდესაც ნეიროტრანსმიტერების სწორი კომბინაცია გვაქვს. ნეიროტრანსმიტერს გადააქვს ინფორმაცია ერთი ნეირონიდან მეორეზე. თვითონ ნეიროტრანსმიტერი კი წარმოადგენს ჰორმონს რომელსაც შეუძლია შექმნას განწყობა ქცევის ან გამოცდილების ირგვლივ.

პოზიტიურ ნეიროტრანსმიტერს შეუძლია დაასტიმულიროს მიელინის გარსის წარმოქმნა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სწავლასა და აზროვნების მოქნილობას.

როდესაც განვიცდით სტრესს, სტრესის ჰორმონი – კორტიზოლი გამოიყოფა და აფერხებს მიელინის გარსის გამომუშავებას. ამ შემთხვევაში ჩვენი ტვინი გამუდმებით იმეორებს ძველ, ავტომატურ ქცევას რომელიც გამოცდილებამ  სახიფათო სიტუაციებთან გასამკლავებლად შემოინახა.

იქიდან გამომდინარე, რომ სტრესის დროს რთულია ახალი სტრუქტურების წარმოქმნა, ადვილი მისახვედრია, რომ იყო კრეატიული მაშინ, როდესაც ნეიროტრანსმიტერების კოქტეილი კორტიზოლით არის მოწამლული, თითქმის შეუძლებელია.

სწავლას, კრეატიულობასა და აზროვნების მოქნილობას განკარგავს შემდეგი ჰორმონების კოქტეილი: ოქსიტოცინი, დოფამინი და ენდორფინების კოქტეილი.

1)    ოქსიტოცინი

ოქსიტოცინი ეს არის ურთიერთობის ჰორმონი, რომლის მთავარი ფუნქციაც სტრესის შემცირება და ნდობის ჩამოყალიბებაა.

ლიდერებს შეუძლიათ ნდობით აღსავსე გარემოს შექმნით გააქტიურონ ოქსიტოცინის გამოყოფა. კვლევებმა აჩვენებს რომ ოქსიტოცინის უმაღლეს რაოდენობას გამოიმუშავებს ტვინი მაშინ როდესაც ადამიანებთან ნდობაში შევდივართ. როგორ შეუძლია ლიდერს ამ ნდობის გამოწვევა? რათქმაუნდა პირველ რიგში თვითონ უნდა ენდოს საკუთარ გუნდს, შემდეგ კი ავტომატურად მიიღებს გუნდისგან იგივეს.

2)    დოფამინი

დოფამინი წარმატების ჰორმონია. ის გამომუშავდება მაშინ, როდესაც დაგეგმილი საქმე შესრულებულია, მიზანი კი მიღწეული.

დოფამინის სწრაფი აქტივაციისთვის მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მიღწეული მიზნების უკეთ დასანახად ვერბალიზაციის და ვიზუალიცაზიის ტექნიკები. ლიდერებს შეუძლიათ აღნიშნონ (ანუ ვერბალიზაცია გააკეთონ) პატარ-პატარა წარმატებები და მიღწევები ან დასახონ ხელშესახები, მკაფიო მიზნები.

3)    ენდორფინი

ენდორფინი ბედნიერების ჰორმონია, ის გამომუშავებდება მაშინ როდესაც აკეთებ რაღაცას მიზანმიმართულად. ასევე აქტიურია მაშინ როდესაც რაღაცის გვჯერა, გვაქვს დასახული ამოცანის შესრულების მკაფიო ხედვა.

გუნდისთვის დიდი სურათის დანახება, მიზნებისა და მისიის განსაზღვრა ეხმარება ლიდერს დაასტიმულიროს გუნდის წევრებში ბედნიერების განცდა.

ამის საპირისპიროდ კი, ის  გამოწვევები რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის გუნდის ღირებულებებთან და ხედვასთან აპროვოცირებს დიდი რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფას, იწვევს სტრესს და ზღუდავს შემოქმედებით აზროვნებას. ამ დროს როგორც უკვე აღვნიშნეთ ადამიანი მიდრეკილია გამოიყენოს ავტომატური, ძველი ქცევა რომელსაც ვერ მიყავს ახალ შედეგამდე.

თუ ფიქრობ რომ დიდიხანია რაც წრეზე ტრიალებ, შენ ქცევას  მუდმივად ერთი და იგივე შედეგი მოაქვს, შესაძლოა ეს გადამეტებული კორტიზოლის ფონზე „დაზღვეული რუტინული ქცევით“ იყოს გამოწვეული.

როგორც აღმოჩნდა ლიდერს აქვს უდიდესი გავლენა ჩვენს ბიოქიმიაზე, შესაბამისად შეუძლია თანაბრად იქონიოს გავლენა როგორც კონსტრუქციულ ასევე დესტრუქციულ ქცევასა და შესრულების ეფექტურობაზე.


ავტორი: მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი

leader role