

ღირებულება
₾1180

დაწყების თარიღი
12 ოქტომბერი

განვადება
ისარგებლეთ 0%-იანი განვადებით
ტრენინგის ზოგადი აღწერა
კონტენტ მარკეტინგი ნებისმიერ ბრენდს საშუალებას აძლევს საკუთარ აუდიტორიას პირდაპირ ესაუბროს, მათთვის მნიშნველოვანი, სანდო და საინტრესო ინფორმაციის წყარო გახდეს. სურვილისამებრ უბრალოდ გაართოს ან განვითარებაში ხელი შეუწყოს.
თუმცა წარმატებული კონტენტ სტრატეგიის შესაქმნელად აუცილებელია კონტენტი ზუსტად მოერგოს ბრენდს და მის აუდიტორიას. 2 დღიანი ვორკშოპი კონტენტ მარკეტინგში საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაიგონ როგორ იყენებენ ამ ტექნოლოგიას Coca-Cola, Red Bull, Michellin, Procter & Gamble, EBRD, Ikea, Google და საკუთარი ბრენდის კომნტენტის შექმნა საერთაშორისო გამოცდილებას მოარგოს. ვორკშოპის ფარგლებში ხდება უშუალოდ ტექნოლოგის და მეთოდიკის შესწავლა, რომ მონაწილე ახალი იდეებით და მათი განხორციელებისთვის საჭირო მზა ‘რეცეპტებით’ დაუბრუნდეს საკუთარ კომპანიას.
ვისთვის არის განკუთვნილი:
ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი მარკეტინგის მენეჯერებისა და კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის. ის თანაბარი წარმატებით შეიძლება გამოიყენოს მსხვილბიუჯეტიანი საერთაშორისო ან ადგილობრივი კორპორაციის, მცირემასშტაბიანი სტარტაპის, სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიიზაციის მარკეტინგის ან პიარის გუნდის თანამშრომელმა. კონტენტ მარკეტინგის ტრენინგი რელევანტური და სასარგებლოა CSR ან კრეატიული პროექტების მმართველებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი პროექტის ან ორგანიზაციის პოპულარობის გაზრდა და აუდიოტირასთან კომუნიკაცია სჭირდება. ეს არ არის კურსები დამწყები მარკეტოლოგებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები იყვნენ უკვე შემდგარი და მოქმედი სპეციალისტები. Content Marketing works WITH not INSTEAD nor AGAINST of traditional marketing.
საკითხები:
- წარმატებული საერთაშორისო პროეტების კონტენტის მიმოხილვა;
- კონტენტის სტრატეგიის შექმნა და კომპანიის მარკეტინგულ გეგმაზე მორგება;
- Brand story – როგორ მოვყვეთ ჩვენი ‘სთორი’;
- Inform, Educate, Entertain and Engage – კონტენტის და აუდიტორიის საჭიროებების მიხედვით შემუშავება;
- ბრეინშტორმინგის მოდელირება და კრეატიული იდეების გენერირება;
- CSR პროექტების პოპულარულ მარკეტინგულ კონტენტად ქცევა;
- არამედია კონტენტი – საზოგადოებასთან პირდაპირი ურთიერთობა და კომუნიკაციის თანამედროვე არხები;
- ადგილობრივი და საერთაშირისო მედიასთან თანამშრომლობა.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.
გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგის წესებს და პირობებს.