კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ყველას გამოგვიცდია და უმეტეს წილად არასასიამოვნო მოგონებად ილექება მეხსიერებაში. ბუნებრივია, კონფლიქტი აღიქმება როგორც ნეგატიური მოვლენა, რომელიც ხელს უშლის საქმის შეუფერხებელ და სწორ წარმართვას; მისი წარმოჩენა ტოქსიკურ გარემოს უქმნის როგორც კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, ისე გარშემო მყოფ პირებსაც. ერთ შემთხვევაში კონფლიქტის გაღვივების დროს წინა პლანზე გადმოდის ემოციები, რაც, უდავოდ, კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს, მეორე შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ გავეცალოთ კონფლიქტს, თუმცა არც ერთი ეს მიდოგმა არ შეიძლება ჩაითვალოს დადებით და კონფლიქტის მოგგვარებაზე მიმართულ სტრატეგიად. კონფლიქტის არასწორი მართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კონფრონტაცია, შენარჩუნდება, გაღრმავდება და უკონტროლო დესტრუქციულ მოვლენად იქცევა.
ამის საპირისპიროდ ჩვენ შეგვიძლია კონსტრუქციული სიტუაციის ჩამოყალიბება, რომელიც დაგვეხმარება ურთიერთობების დალაგება-შენარჩუნებაში და ნეგატიური დინამიკის პოზიტიურ და პროდუქტიულ დინამიკად გარდაქმნაში.
შესაბამისად წინამდებარე კურსის მეშვეობით შევეცდებით ვისწავლოთ კონფლიქტის არსი, ხასიათი და ბუნება, დროულად აღვიქვათ შესაძლო ემოციური რეაქციები, მოვახდინოთ სათანადო რეაგირება და, რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად ზუსტად განვსაზღვროთ მისი მართვის ტაქტიკა და სტრატეგია, რაც მისი პრევენციული ჩახშობის საშუალებასა და მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
მიზნები:
- ტრენინგის მონაწიელეებს ვასწავლოთ, თუ რა არის კონფლიქტი
- გავიგოთ როგორია ჩვენი კონფლიქტის მართვის სტილი
- როგორ ვმართოთ კონფლიქტი ეფექტურად
- ავუხსნათ რა არის ემოციები, მათი მნიშვნელობა და მათი როლი კონფლტში და როგორ შეიძლება ვმართოთ ისინი
- როგორ უნდა წარიმართოს სწორი კომუნიკაცია კონფლიქტის დროს
- როგორ გამოვიყენოთ მედიაცია კონფლიქტის სამართავად
ტრენინგის პედაგოგიკა:
- მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში
- განხორციელებული დავალებების განხილვასა და ანალიზსში;
- პირადი რეალური მაგალითების გაზიარებით მიიღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას;
- დაეუფლებიან პრაქტიკაზე მორგებულ თეორიულ კომპონენტებს.
ინტერაქტიული ტრენინგი მცირერიცხოვანი ჯგუფებში უზრუნველყოფს ყველა მონაწილის მაქსიმალურ ჩართულობასა და ეფექტურ სამუშაო გარემოს შექმნას.
ტრენინგის თარიღებია: 11, 14 და 16 აპრილი
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
სესია 1
-
კითხვარი: თქვენი კონფლიქტის მართვის სტილი
-
დისკუსია: კონფლიქტის მართვის სტრატეგიები
-
როლური თამაში
-
როლური თამაშის განხილვა და დისკუსია
-
შესვენება
-
დისკუსია რა არის კონფლიქტი
-
-
სესია 2
-
როლური თამაში
-
დისკუსია: ემოციების როლი კონფლიქტში და როგორ ვმართოთ ემოციები
-
სავარჯიშო
-
სწორი კომუნიკაციის პრინციპები კონფლიქტის დროს
-
-
სესია 3
-
როლური თამაში
-
დისკუსია: რა არის მედიაცია, ვინ არის მედიატორი და რა არის მისი ფუნქციები
-
როგორ ვაწარმოოთ მედიაციის პროცესი
-