ეს კურსი წარმოადგენს სრულყოფილ გზამკვლევს მათთვის, ვისაც სურს ელექტრონული კომერციის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა, ონლაინ მაღაზიის შექმნა და მომგებიანი ბიზნესის დამკვიდრება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას — პროდუქტის შერჩევიდან და ბრენდინგიდან დაწყებული, მარკეტინგითა და მომხმარებელთა მომსახურებით დასრულებული.
კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ბიზნეს მოდელს (B2B, B2C, D2C და სხვ.), იმუშავებენ ბაზრის კვლევის ინსტრუმენტებთან (როგორიცაა Jungle Scout და Helium 10), გაიგებენ როგორ იპოვონ მომგებიანი ნიშა და როგორ მოიპოვონ ან შექმნან პროდუქტი. მონაწილეები ისწავლიან როგორ გამოიყენონ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Amazon, Shopify, Etsy, eBay, ასევე ქართული პლატფორმები – Extra, Mymarket, Vendoo და Veli. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი რესურსების გამოყენებას და ქართულ რეალობაზე მორგებულ გზებს.
ვისთვის არის ეს კურსი:
- დამწყები მეწარმეებისთვის, რომლებიც ფიქრობენ ონლაინ ბიზნესის დაწყებაზე
- მათთვის, ვისაც სურს დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნა ონლაინ გაყიდვების მეშვეობით
- მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აპირებენ თავიანთი პროდუქციის ციფრულ გაყიდვაში გადატანას
- ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან თანამედროვე ბიზნესის ტრენდებით
- ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უნდა თვითდასაქმება ციფრულ სამყაროში
კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ცოდნა, უნარები და კონკრეტული სტრატეგიები, რათა დამოუკიდებლად შეძლონ მომგებიანი ონლაინ მაღაზიის შექმნა და მართვა. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები:
- გაიგებენ, როგორ აირჩიონ ნიშა და მოახდინონ ბაზრის კვლევა
- შეძლებენ ონლაინ მაღაზიის ან პლატფორმაზე გაყიდვის პროცესის დაწყებას
- დაეუფლებიან ლოჯისტიკის, გადახდებისა და მომხმარებელთა მომსახურების ძირითად პრინციპებს
- შეიმუშავებენ ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიებს სოციალურ მედიასა და სხვა არხებში
- გაიგებენ როგორ განავითარონ და გაზარდონ თავიანთი ელექტრონული ბიზნესი
ტრენინგის თარიღებია: 7, 9, 14, 16, 21, 23, 28, 30 ივლისი, 4 და 6 აგვისტო.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.