მიმოხილვა
პირველი საავტორო ტრენინგი კინოგმირებთან ერთად.
ტრენინგის მიზანია აღჭურვოს მონაწილეები შესაბამისი სტრატეგიებით და მიგნებებით, რათა გაიზარდოს თანამშრომლის ჩართულობა და ბედნიერების შეგრძნება იმ საქმიდან, რასაც აკეთებს. ბუნებრივია, თანამშრომლების ბედნიერება აისახება ბიზნესის შედეგებზე, პროდუქტიულობაზე და მომხმარებელზე.
კურსი განკუთვნილია:
- არსებული და მომავალი მენეჯერებისთვის;
- ადამიანური კაპიტალის მართვის პროფესიონალებისთვის;
- მათთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიული და პიროვნული განვითარებით.
ტრენინგის მეთოდოლოგია:
- პრაქტიკული სავარჯიშოები და მსჯელობა;
- ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ტექნიკები;
- ქოუჩინგური მიდგომები და მენეჯერი-ქოუჩის დემო სესიები;
- იუმორი და კარგი განწყობა.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შინაარსი
-
ბედნიერების ინდიკატორის განსაზღვრა კომპანიაში – ბედნიერი “სოსო“ და უბედური „სოსო“
-
„ვაჟა ზაზაევიჩის“ პარადიგმები – მენეჯერული პარადიგმები და თანამედროვე გამოწვევები
-
ემოციურად ინტელექტუალური უკუკავშირი… „რატომ ბრაზობ სოსო“ – სხვადასხვა ინსტრუმენტები და სტრატეგიები
-
დაბრკოლებები… რა გვიშლის ხელს შევქმნათ ბედნიერი გარემო… – „გაიტანეთ გრენლანდია!”
-
ნდობა, ღიაობა, მიმღებლობა და რეალიზაცია… – „გააღე, ჩვენ ვართ გივი“
-