ყველა ბიზნესის საბოლოო მიზანი სასურველი შედეგის მიღწევაა, შედეგების მართვისთვის კი ადამიანების კარგი ცოდნა დაგჭირდება.
ადამიანების ცოდნის თანამედროვე ინსტრუმენტი ფსიქოლოგიური პროფაილინგია;
ქცევაზე დაკვირვების ანალიტიკური მეთოდი გეხმარება:
🖇ადამიანების ტიპოლოგიის დიფერენცირებაში
🖇სამუშაო როლების სწორად გადანაწილებაში
🖇პიროვნების პოტენციალის განსაზღვრასა და სტრატეგიულ დელეგირებაში
🖇პერსონალური მოტივატორების შექმნაში
🖇კრიზისისა და კონფლიქტის პრევენციაში
🖇ეფექტურად მომუშავე გუნდის ფორმირებაში
🖇გრძელვადიანი და მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში
ანუ უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ მენეჯერის ყოველდღიური ტკივილების მოხსნაში გეხმარება ცოდნა, რომელიც ადამიანების ექსპერტად გაქცევს.
იყო ადამიანების ექსპერტი ნიშნავს შეგეძლოს:
🖇მაღალფუნქციური გუნდის ფორმირება
🖇გქონდეს ჯანსაღი და ჰარმონიული სამუშაო კლიმატის ჩამოყალიბება
🖇გადინების შემცირება
🖇კმაყოფილების გაზრდა
🖇ცვლილებების დანერგვის შედარებით უმტკივნეულო გზის პოვნა
🖇თანამშრომლის ქცევის ტრანსფორმაცია
🖇კონფლიქტების მოგვარება
პროგრამა შექმნილია თანამედროვე მენეჯერისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ხშირად უწევს აქტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება, ადამიანების და შედეგების მართვა, მათთვის ვინც ფიქრობს რომ ინდივიდუალური მიდგომების დროა და ამ მიდგომებს ადამიანების კარგი ცოდნის გარეშე ვერ შეიმუშავებს. ეს ცოდნა ჩვენს დროში აუცილებელი უპირატესობა და პირობაა ნებისმიერი ცვლილების გამოსაწვევად.
ტრენინგის კითხვები
❓რატომ აკეთებენ ადამიანები იმას რასაც აკეთებენ? – ანუ რა ამოძრავებთ მათ და როგორ შევიმუშავოთ უნიკალური მოტივატორი?
❓როგორია გუნდი რომელიც იგებს? – ანუ როგორ შევქმნათ მაღალეფექტური გუნდი შემავსებელი უნარების კომბინირებით
❓რას ნიშნავს მომგებიანი ურთიერთობა? – ანუ როგორ მივიღოთ სასურველი შედეგები ურთიერთობებში
❓როგორ შევცვალო ადამიანების ქცევა? – ანუ როგორ ვასწავლოთ ადამიანებს ახალი როლი და დავეხმაროთ მასთან იდენტიფიცირებაში
❓როგორ მოვიპოვოთ ადამიანების თანხმობა? – ანუ როგორ შევძლოთ ადამიანის გადაწყვეტილების სისტემაზე ზემოქმედება
❓როგორ ვმართო საკომუნიკაციო სცენარის განვითარება სასურველ შედეგამდე? – ანუ როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს სხვადასხვა სიტუაციაში