ამ მასტერკლასში გავარკვევთ, თუ როგორია თქვენი უნიკალური პერსონალური ბრენდის ფორმულა. მთავარი საკითხი იქნება თქვენი BIG IDEA – ის რეალური მოტივატორი, რომელიც განსაზღვრავს, სინამდვილეში რატომ აკეთებთ, რასაც აკეთებთ. ამასთანავე, განვიხილავთ, როგორ კავშირშია წარმატებული კარიერა სიცხადესთან და დიდი სურათის დანახვასთან.
პერსონალური ბრენდინგი არის კარიერის დაგეგმვის და მართვის გაწერილი სისტემა, რომელიც მოიცავს თქვენი, როგორც პროფესიონალის ძლიერ მხარეებს, ფასეულობებს, გაზომვად სარგებელს, უნიკალურობას და შემოსავლის სხვადასხვა ახალ გზებს. პერსონალურ ბრენდზე მუშაობის დაწყება შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე – როდესაც დამწყები ხართ, შემდგარი პროფესიონალი ანდა პროფესიაში მრავალი წელია მოღვაწეობთ. ნებისმიერი პროფესიონალის პერსონალური ბრენდი ხუთი მთავარი ელემენტისგან შედგება, და ზუსტად მათზე დგას მთელი ჩვენი კარიერა.
გიფიქრიათ, როგორია თქვენი პერსონალური ბრენდი? და რა არის თქვენი BIG IDEA? ანუ ის, რაც ჩვენზე დიდია, რისი არ გაკეთება არ შეგვიძლია, და რასაც მოაქვს სარგებელი სხვებისთვის და ცხოვრების აზრი ჩვენთვის?
ყველაზე ხშირად პერსონალურ ბრენდზე მუშაობის დაწყება გვჭირდება, როდესაც გვაწუხებს, მაგალითად, აღიარების ნაკლებობა ან არარსებობა, მოტივაციის ნაკლებობა, სამოქმედო გეგმისა და პერსპექტივის არარსებობა, არასაკმარისი ან დაბალი შემოსავალი, და ა.შ.
სიცხადე, ანუ იმის რეალისტურად დანახვა, თუ რა წერტილში იმყოფებით ამ წამს, და რა შესაძლებლობები გაქვთ ან საფრთხეები გემუქრებათ, უმნიშვნელოვანესია ეფექტური სტრატეგიის დასაგეგმად. ის გვეხმარება დავინახოთ, თუ რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი კარიერა, რა გვიშლის ხელს უკეთესი შედეგების მიღწევაში?
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
სილაბუსი
-
რატომ აქვს პერონალური ბრენდი ყველას
-
რა ელემენტებისგან შედგება პერსონალური ბრენდის ფორმულა
-
როგორ დავადგინოთ და ვმართოთ ჩვენი ნამდვილი მოტივატორი
-
რა არის სიცხადე და რაში იზომება
-
როგორ დავინახოთ ჩვენი შესაძლებლობების დიდი სურათი და ვმართოთ კარიერა მარტივად და ეფექტურად
-