მასტერკლასი განკუთვნილია ქოფირაითინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც აინტერესებს რეალურად რას საქმიანობს ქოფირაითერი სარეკლამო ინდუსტრიაში და როგორ აკეთებს ის მის საქმეს.
ქოფირაითინგი საკმაოდ მრავლისმომცველი პოზიციაა, თუმცა ამ მცირე დროშიც შესაძლებელია დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ის სტრუქტურა, რომლის მეშვეობით იქმნება სარეკლამო კომუნიკაცია.
შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრებთ და ვნახავთ წარმატებული კომუნიკაციების მაგალითებს; ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა დავიწყოთ ფიქრი და რა უნდა გავითვალისწინოთ სარეკლამო კამპანიების შექმნისას, რადგან საბოლო ჯამში ქოფირაითერის მთავარი საქმიანობა არის იდეა.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
ინსაითი
-
როგორ დავიწყოთ ფიქრი;
-
როგორ გავაღვიძოთ ნაცნობი ემოცია.
-
-
სარეკლამო რგოლი
-
როგორ ავაგოთ დრამატურგია
-
-
სარეკლამო კომპონენტები
-
როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა მედია
-
-
ლაკონური კომუნიკაცია
-
როგორ გადმოვცეთ იდეა ლაკონურად.
-
-
კრეატიული ხერხები
-
როგორ ავსახოთ ინსაითი კომუნიკაციაში
-
-
სარეკლამო კამპანია
-
როგორ გადმოვცეთ მთავარი იდეა;
-
როგორ ავსახოთ კონცეფცია კამპანიაში.
-