გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროფესიაა, რადგან ყველა ბიზნესს სჭირდება გაყიდვების პროფესიონალი, რათა გაზარდონ შემოსავლები და მიაღწიონ წარმატებას.
თუ გიფიქრიათ, რომ გაყიდვები არ არის თქვენი საქმე, შეიძლება ამის მიზეზი იყოს წარმატების მისაღწევად საჭირო უნარების ეფექტური გამოყენების არცოდნა.
მასტერკლასის მიზანია, მოგცეთ პრაქტიკული ინსტრუმენტები და ტექნიკები, რომლებიც დაგეხმარებათ გაყიდვების პროცესში; დაგანახოთ, როგორ შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის, ან სერვისის გაყიდვა, თუ სწორად გამოიყენებთ ტექნიკებს; გაზარდოთ თქვენი თავდაჯერება გაყიდვების პროცესში, რაც პირდაპირ აისახება თქვენს შედეგებზე.
ორსაათიანი მასტერკლასის ფარგლებში, გექნებათ საშუალება, გაეცნოთ ეფექტური გაყიდვის რამდენიმე ტექნიკას, რომლებიც მორგებულია რეალურ სამყაროსა და პრაქტიკულ სცენარებზე.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შინაარსი
-
რა არის გაყიდვები
-
მითები და რეალობა
-
მნიშვნელოვანი ასპექტები გაყიდვაში
-