“აწარმოეთ მოლაპარაკებები ღიად, თუ ფარულად, ყველგან და ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შეიძლება ჯერაც არ იყოს ხილული” – კარდინალი დე რიშელიე
რატომ უნდა ისწავლოთ მოლაპარაკებები?
- მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით მოლაპარკებები შედის 10 უმნიშვნელოვანეს უნარში, რომელიც აუცილებელი იქნება მომავალ სამუშაო გარემოში მენეჯერებისათვის. ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ლიდერები თავის დროის 15%-დან 26%-მდე მოლაპარაკებებს უთმობენ. თუმცა, შესაბამისი უნარების არ ქონის გამო მათი მოლაპარაკებები ყოველთვის კარგი შედეგებით არ გვირგივნდება. ასევე გამოკითხულ ბიზნეს ლიდერეთა 96% თვლის, რომ ჯეროვნად მომზადებულ მომლაპარაკებლებსა და მომლაპარაკებლებთა გუნდს შეუძლია კომპანიის დანახარჯების დაზოგვა და მეტი სარგებლის მოტანა.
- შესაბამისად, მოლაპარაკებები მენეჯერებისთვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის წარმოადგენს მნიშნვნელოვან სტრატეგიულ უნარს.
- მოლაპარაკებებს იყენებენ მენეჯმენტის ვერტიკალსა და ჰორიზონტალში გადაწყვეტიელებების მიღების დროს, ისევე როგორც კომპანიასა და მის კლიენტებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.
- მოლაპარაკებების მართვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინდივიდუალურ უნარებზე (რომელთა დახვეწა შესაძლებელია), არამედ მეთოდებზე (მომზადება, სტრატეგიები, ტაქტიკები), რომლებიც ისწავლება.
ტრენინგის მიზნები:
- მივცეთ ტრენინგის მონაწილეებს მოლაპარაკებებში პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა
- გავუღრმავოთ კომპეტენციები რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში
- აღვჭურვოთ ისინი უნარებით, რომლებიც დაეხმარებათ უკეთესად მართონ მოლაპარაებების პროცესი
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
- მოლაპარაკებებისთვის ჯეროვნად მომზადებას
- სტრატეგიების ჯეროვანად შერჩევასა და გამოყენებას
- აქტიური კომუნიკაციის პრინციპებს
- მოლაპარაკებების პროცესის მართვას
ტრენინგის თემატიკა:
- მომლაპარაკებლის დილემა და ფსიქოლოგიური მახეები
- მომზადება
- მოლაპარაკებების სტრატეგიები
- დისტრიბუციული სტრატეგია
- თანამშრომლობის სტრატეგია და კომპრომისი
- კომუნიკაციის როლი
- კომპლექსური მოლაპარაკებები
ტრენინგის მეთოდები:
- ე.წ. „იმერსიული“ სწავლების, ჩართულობისა და ინტერქტივის პრინციპებს
როლური თამაშები, შემთხვევის ანალიზი, სავარჯიშოები და აუდიო ვიზუალური მასალის გამოყენება უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას
- განხილვებსა და დისკუსიებს
როლური თამაშებისა და სხვა სავარჯიშოების შესრულების შემდეგ, მოხდება მათი განხილვა და გამოცდილების გაზიარება. აღნიშნულ ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია, თუ მონაწილეები მოყვებიან თავის რეალურ ისტორიებს, გაგვიზიარებენ გამოცდილებას, რაც ტრენინგს გააჯერებს პრეაქტიკული მაგალითებით რეალური ცხოვრებიდან
- თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარ ჩვევების განვითარებას
ტრენინგი ასევე ითვალისიწინებს პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული კომპონენტების განხილვას. თითოეული ეს კომპონენტი იქნება გამოყენებელი მსმენელთა არსებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასამყარებლად და ახალი ჩვევების გამოსამუშავებლად.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შეხვედრა 1
-
გაცნობა
-
ტრენინგის სილაბუსის განხილვა
-
როლური თამაში
-
რა არის მოლაპარაკებები?
-
სამი ძირითადი დაძაბულობა
-
ძირითადი ფსიქოლოგიური მახეები
-
-
შეხვედრა 2
-
როლური თამაში
-
დისტრიბუცია / პაექრობა
-
დისტრიბუციული ტაქტიკები და როგორ ვაწარმოოთ ისინი
-
როგორ ვმართოთ რთული დისტრიბუციული ტაქტიკები
-
10 პუნქტიანი მომზადების გეგმა
-
-
შეხვედრა 3
-
როლური თამაში
-
თანამშრომლობა და პარტნიორობა
-
თანამშრომლობის ტაქტიკები
-
საჭირეობების გამოვლენა
-
ნდობა როგორც პარტიონრობის ინსტრუმენტი
-
-
შეხვედრა 4
-
როლური თამაში
-
კომუნიკაციის მნიშვნელობა
-
აქტიური მოსმენა
-
აქტიური საუბარი
-
შეკითხვების ძალა
-
-
შეხვედრა 5
-
როლური თამაში
-
კომპლექსური მოლაპარაკებების მახასიათებლები
-
როგორ ვაწარმოოთ კომპლექსური მოლაპარაკებები
-