მიმოხილვა
პროფაილინგი გახდა ადამიანების განვითარების წამყვანი ინსტრუმენტი.
პრაქტიკოსი პროფაილერის სერტიფიცირება საშუალებას მოგცემს ეფექტურად იმუშაო როგორც ინდივიდებთან, ისე გუნდებთან.
პროგრამა დაგეხმარება:
- ადამიანების ქცევის მართვაში და მათთან ეფექტურ კომუნიკაციაში;
- ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკების წარმოებაში;
- პერსონალის შერჩევის/ორგანიზაციაში მაღალი განვითარების ტალანტების აღმოჩენაში;
- ორგანიზაციულ განვითარებაში, გუნდების შედეგების ზრდასა და გაუმჯობესებაში.
ტრენინგი შედგება 10 შეხვედრისგან და დაყოფილია ორ მოდულად:
პირველი მოდული მოიაზრებს პროფაილინგის მეთოდის შესწავლას და ადამიანის ქცევის ამოცნობასა და პროგნოზირებას, ხოლო მეორე მოდული ორიენტირებულია აღნიშნული ცოდნის სხვადასხვა მიმართულებით გამოყებაზე. მეორე მოდულში შემუშავებულია სპეციალური პრაქტიკული სცენარები სადაც მონაწილეები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ მოლაპარაკების, ტალანტების მართვის, შერჩევის და ქონსალთინგის პროცესებში. ყველა სცენარს ექნება გამოყენების უნიკალური გაიდლაინი.
აქტიურად გამოიყენება შემდეგ პროცესებში:
- ონბორდინგი;
- შერჩევა/დაწინაურება;
- მაღალი პოტენციალის ტალანტების გამოვლენა;
- კარიერულ ქოუჩინგი/ქონსალთინგი;
- ტრენინგები და განვითარება.
ვისთვის არის?
- HR პროფესიონალებისთვის;
- ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტებისთვის;
- ტრენერებისთვის;
- მენეჯმენტის/ბიზნეს კონსულტანტებისთვის;
- კარიერული ქოუჩებისთვის;
- საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის;
- ანტერპრენერებისთვის.
რას ისწავლი?
- პროფაილინგის საფუძვლები და მეთოდოლოგია;
- როგორ გამოვიყენოთ პროფაილინგის მეთოდი სხვადასხვა დანიშნულებით;
- როგორ მუშაობს პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის;
- როგორ გამოვიყენოთ გუნდის მართვასა და კარიერულ ქოუჩინგში;
- პროფაილინგის სამეცნიერო საფუძვლები და ვალიდურობა;
- პიროვნული თავისებურებების განსაზღვრებები და მათი პრაქტიკული გამოყენება.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შეხვედრა 1
-
შესავალი პროფაილინგში – რა უპირატესობა აქვს ტესტურ მეთოდებთან შედარებით?
-
პროფაილინგის სქემა და ძირითადი ალგორითმები
-
ქცევითი პროფაილინგი და პიროვნების თეორიები
-
-
შეხვედრა 2
-
ინდუქციური და დედუქციური პროფაილინგი
-
მონაცემების შეგროვება და დამუშავება
-
ქცევითი მონაცემების კლასტერული ანალიზი
-
ქცევითი ტიპოლოგია და ჯაჭვური მახასიათებლები
-
-
შეხვედრა 3
-
MO – ქცევის ამოცნობა
-
ბიჰევიორალური ინტერვიუ და ქცევის მაპროვოცირებლები
-
კონტექსტის და ქვეტექსტის წაკითხვა
-
ქცევის მოტივის გამოვლენა
-
-
შეხვედრა 4
-
ლინგვისტური ანალიზი
-
არავერბალური ანალიზი – სხეულის ენა
-
-
შეხვედრა 5
-
სახის ექსპრესიების ცალკეული და სხეულთან კომბინაციაში ანალიზი
-
რეაქციის ტიპები და რეაქციის დრო
-
მყისიერი არავერბალური უკუკავშირის წაკითხვა შეზღუდულ დროში
-
-
შეხვედრა 6
-
შეზღუდულ დროში, მცირე მონაცემებზე დაყრდნობით, ქცევითი პორტრეტის შექმნა
-
მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ქცევითი პროგნოზების გაკეთება
-
პრაქტიკული სამუშაო
-
-
შეხვედრა 7
გამოყენების არეალი 1. - პროფაილინგის გამოყენება მოლაპარაკების პროცესში; გამოყენების არეალი 2. - პროფაილინგის გამოყენება შერჩევის პროცესში
-
მოლაპარაკების სცენარის პრაქტიკა
-
შერჩევის პრაქტიკა
-
-
შეხვედრა 8
გამოყენების არეალი 3. - პროფაილინგის გამოყენება მართვის პროცესში; გამოყენების არეალი 4. - პროფაილინგის გამოყენება ქონსალთინგსა და კარიერულ ქოუჩინგში
-
ადამიანების მართვის სცენარი
-
სესიის სცენარი
-
განვითარების მატრიცა
-
შეჯამება
-