მიმოხილვა
მასტერკლასის საშუალებით მონაწილეები გაიუმჯობესებენ საჯაროდ საუბრის და პრეზენტირების უნარებს, რაც დასწავლადია და ყველას შეუძლია მისი გამომუშავება.
ვორქშოფი დააინტერესებს ყველას, ვისაც სურს გაიუმჯობესოს საუბრის და პრეზენტირების უნარები როგორც დიდ აუდიტორიასთან, ასევე ადამიანების მცირე ჯგუფთან.
მონაწილეებს ეცოდინებათ როგორ მიიქციონ ყურადღება, როგორ დააჯერონ აუდიტორია საკუთარ კომპეტენციაში, როგორ დაანახონ აუდიტორიას ინფორმაციის ღირებულება და როგორ ისაუბრონ დამაჯერებლად.
ვორქშოპის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება საჯარო გამოსვლის / პრეზენტირების სტრუქტურაზე, შესავლის, ცენტრალური ნაწილისა და დასკვნის ფორმულირებაზე. ასევე, შევეხებით საჯაროდ საუბრის თანმდევ ნერვიულობას და მისი დაძლევის მექანიზმებს.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
საკითხები
-
ნერვიულობის დაძლევის ტექნიკების გააზრება
-
საჯარო გამოსვლის შესავლის, ცენტრალური ნაწილის და დასკვნის ორგანიზება
-
პრეზენტაციის კონკრეტული მიზნის განსაზღვრა
-
არავერბალური კომუნიკაციის დაუფლება
-
აუდიტორიის შესწავლა
-