სტრესულ სიტუაციებში პროდუქტიულობის შენარჩუნების უნარი, ასევე სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა ხშირად უკავშირდება ისეთი უნარების განვითარებას, როგორიც არის: სწორი დასვენება, ანუ ენერგიის აღდგენა და სწორი დაღლა – ენერგიის მოხმარება.
ფსიქოგანათლების მიღება სტრესმედეგობასა და პროდუქტიულობის მართვის მექანიზმებზე ხელს შეუწყობს ცალკეული პიროვნების ფსიქო-ემოციურ გაძლიერებას, კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.
პროგრამის უნიკალურობა:
პროგრამა აგებულია ფსიქოგანათლების პრინციპებზე და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას.
პოროგრამის ფარგლებში გამოიყენება განსხვავებული ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდები, რაც მონაწილეებს მისცემს საშუალებას:
(1) შეაფასონ საკუთარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა (დიაგნოსტირება);
(2) შეარჩიონ შესაბამისი ფსიქოლოგიური ტექნიკები.
ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტები:
- სტრესმედეგობისა და ენერგიის მოხმარების ხარისხის შეფასება;
- პროდუქტიულობისა და ენერგიის აღდგენის ხარისხის შეაფასება.
ტრენიგნის მიზანი:
პროგრამის მონაწილეთა ფსიქო-ემოციური გაძლირება სტრესმედეგობისა (Resilience) და პროდუქტიულობის შესახებ ფსიქოგანათლების მიწოდების გზით, რაც მათ დაეხმარებათ კეთილდღეობისა (Well-being) და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მართვაში.
სწავლების მიზნები:
ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- საკუთარი სტრესმედეგობის ხარისხისა და სტრესზე რეაგირების ინდივიდუალური სტილის შეფასება და ანალიზი;
- საკუთარი პროდუქტიულობისა და თვითზრუნვის ხარისხის შეფასება და ანალიზი;
- თვითზრუნვისა და თვითმენეჯმენტის მიდგომების (საკუთარი აზრების, ემოციებისა და ქცევების მართვა) ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება;
- სტრესულ სიტუაციებში ენერგიისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება.
ტრენინგის თარიღებია: 12, 17, 19 და 26 მარტი
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შეხვედრა 1
-
სტრესმედეგობის მექანიზმი (სწორი დაღლა, ენერგიის მოხმარება)
-
-
შეხვედრა 2
-
პროდუქტიულობის მექანიზმი (სწორი დასვენება, ენერგიის აღდგენა)
-
-
შეხვედრა 3
-
სხეულებრივი თვითზრუნვის სტარტეგიები;
-
-
შეხვედრა 4
-
ემოციური და გონებრივი თვითზრუნვის სტარტეგიები.
-