მიმოხილვა
კურსი „ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ქცევა“ შემუშავებულია მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, რომელიც მოიაზრებს ბიჰევიორისტიკასა და თანამედროვე მონაცემთა მეცნიერებაზე დამყარებული მარკეტინგული ინსტრუმენტებისა და ნეიროტექნოლოგიის სინთეზს.
სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად იხვეწება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ადამიანის ქცევისა და ტექნოლოგიების შესწავლა, სხვადასხვა მეთოდების სინთეზირება და ახალი მიდგომების შექმნა. ხელოვნური ინტელექტი, ნეირომეცნიერებასთან ერთად, სინთეზში, საშუალებას გვაძლევს შევქმნათ უფრო მეტად პერსონიზირებული და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგია.
კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ლაბორატორიულ კვლევებზე დამყარებული ხელსაწყოების გამოყენებას მარკეტინგში, გაეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მეთოდებს, თავად გამოცდიან ნეიროაპარატურის შესაძლებლობებს და საშუალება ექნებათ პრაქტიკულად შექმნან კვლევის ექსპერიმენტის დიზაინი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
- სამეცნიერო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას;
- ნეიროტექნოლოგიური კვლევების გაანალიზებას;
- მომხმარებლის ქცევაზე ზემოქმედების სწორი პარამეტრების განსაზღვრას;
- ემოციური ტრიგერების შეფასებას და უნიკალური სტრატეგიის აწყობას;
- სამომხმარებლო ტრენდების და ტენდენციების განსაზღვრას;
- მონაცემების სტრატეგიად გარდაქმნას;
- მომხმარებლის პრეფერენციების ამოცნობას და პერსონალიზებული კამპანიების წარმოებას;
- ბიზნეს სტრატეგიის ინოვაციურ სამომხმარებლო გამოცდილებაზე მორგებას.
კურსი განკუთვნილია:
- კომპანიის მმართველებისთვის;
- მეწარმეებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის;
- მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისთვის;
- კონტენტ კრეატორებისთვის;
- სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენლებისთვის;
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით ან გადაანაწილოს თანხა ტრენინგის დასრულებამდე.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შესავალი ნეირომარკეტინგში
-
ნეირომარკეტინგის პრინციპები და მისი გამოყენება
-
მომხმარებელთა ქცევისა და ნეირომეცნიერული კვლევის ძირითადი ცნებები
-
-
მომხმარებელთა ქცევის ანალიზი
-
მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესებისა და მოტივაციის შესწავლა
-
შემეცნებითი მიკერძოების და ემოციური ტრიგერების გამოვლენა
-
-
ნეიროტექნოლოგია და კვლევის ინსტრუმენტები
-
ნეიროტექნოლოგიური მოწყობილობებისა და მათი გამოყენების სიღრმისეული შესწავლა
-
აპარატურის დათვალიერება, ექსპერიმენტის დიზაინის შექმნა
-
-
ნეირომეცნიერული კვლევის მეთოდები
-
პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარება ნეირომეცნიერების ლაბორატორიაში
-
ტვინის რეაქციების ანალიზი მარკეტინგულ სტიმულებზე
-
-
ნეირომარკეტინგის სტრატეგიები და სენსორული მარკეტინგი
-
ემოციური ჩართულობა ნეირომარკეტინგში
-
ემოციური რეაქციების გაზომვა ნეირომეცნიერული მეთოდების გამოყენებით
-
ემოციურად გავლენიანი მარკეტინგული კამპანიების შემუშავება
-
თხრობა და მეხსიერება ნეირომარკეტინგში
-
თხრობის ძალა და მისი გავლენა მეხსიერებაზე/გახსენებაზე
-
ბრენდის დამაჯერებელი ისტორიების შემუშავება ნეირომეცნიერების იდეების გამოყენებით
-
-
სენსორული მარკეტინგი და ბრენდის აღქმა
-
როგორ მოქმედებს სენსორული ნიშნები მომხმარებელთა აღქმასა და ქცევაზე
-
მულტისენსორული მარკეტინგული გამოცდილების შექმნა
-
-
პრაქტიკული ნეირომარკეტინგის ექსპერიმენტი
-
ნეირომარკეტინგის ექსპერიმენტის ჩატარება ლაბორატორიაში
-
მონაცემთა ინტერპრეტაცია და შედეგების გამოყენება მარკეტინგული სტრატეგიებისთვის
-
მარკეტინგში გამოყენებული უახლესი ნეირომეცნიერების კვლევის შესწავლა
-
ნეირომარკეტინგის ინოვაციებისა და ტენდენციების გაცნობა
-
ნეიროეთიკა მარკეტინგში
-
წარმატებული ნეირომარკეტინგის კამპანიებისა და მათი შედეგების ანალიზი
-
სწავლა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მაგალითებიდან
-
მომხმარებელზე ორიენტირებული, ნეირო ოპტიმიზებული მარკეტინგული სტრატეგიების შექმნა
-
-
შესავალი მონაცემებზე ორიენტირებულ მარკეტინგში
-
მონაცემთა როლის გააზრება თანამედროვე მარკეტინგში
-
მონაცემთა ანალიზისა და პროგნოზირებადი მოდელირების ძირითადი ცნებები
-
-
AI-ის გამოყენება მარკეტინგში
-
როგორ აძლიერებს AI ტექნოლოგიები მარკეტინგულ პროცესებს
-
AI-ზე ორიენტირებული მომხმარებელთა სეგმენტაცია და პერსონალიზაცია
-
-
მონაცემების საფუძველზე მომხმარებელთა მოგზაურობის რუკა
-
მომხმარებელთა შეხების წერტილების ანალიზი და მომხმარებლის მოგზაურობის ოპტიმიზაცია
-
მონაცემთა დაფუძნებული სტრატეგიები მომხმარებლის შენარჩუნებისა და ლოიალობისთვის
-
-
AI კონტენტის შექმნასა და მარკეტინგის ავტომატიზაციაში
-
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შესაქმნელად და მარკეტინგული ძალისხმევის გამარტივებისთვის
-
ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება ელექტრონული ფოსტის მარკეტინგისა და ჩატბოტებში
-
მონაცემთა და AI-ის გამოყენება მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაში
-
-
პრაქტიკული სამუშაო
-
პრაქტიკული ექსპერიმენტები ნეირომეცნიერების ლაბორატორიაში მოწინავე ნეიროტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით
-