მიმოხილვა
ხშირად დიდი დრო იკარგება ინტერვიუს ჩატარებაზე თუმცა ნაკლებად ეფექტურია და ვერ გვაძლევს სასურველ შედეგს რამდენიმე მიზეზის გამო:
- ინტერვიუერმა არ იცის როგორ გაათავისუფლოს მოკლე დროში რესპონდენტი თავდაცვითი მექანიზმებისგან;
- მოქმედებს წინასწარ განსაზღვრული კითხვების სქემით რომელსაც ხშირად ჩვენი ჩიხში შეყავს პროცესი;
- ნაკლებად გავარჯიშებულია ინტერვიუს წარმართვის არავერბალური ნაწილი, კერძოდ რესპონდენტის ემოციების წაკითხვა და მართვა.
ჩვენი ვორქშოპის მიზანია მონაწილეებს გაუზიაროს ქცევითი ინტერვიუს ჩატარების პრაქტიკული ხელსაწყოები, რომლის ნაწილიც ემყარება ბიჰევიორისტიკის სკოლას, ნაწილი კი წარმოადგენს ქცევითი მეცნიერების ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის კვლევის შედეგებს.
ვორქშოპზე დაგეგმილია სადემონსტრაციო სიმულაციური ქცევითი ინტერვიუ, სადაც მონაწილეები გაივარჯიშებენ ისეთ ტექნიკებში როგორებიცაა:
- რესპონდენტთან ღრმა კონტაქტის დამყარება
- ინფორმაციის მოკლე დროში მოპოვება
- რესპონდენტის არავერბალური უკუკავშირის წაკითხვა
- სამიზნე ქცევის იდენტიფიცირება.
ვორქშოპი გამოსადეგია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც უწევს გასაუბრების ჩატარება.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შინაარსი
-
რესპონდენტის გახსნის ტექნიკები – რაპორტის დამყარება
-
ქცევითი ინტერვიუს საკვანძო შეკითხვები
-
ინტერვიუს პროცესის არავერბალური უკუკავშირის საშუალებით მართვა
-
მნიშვნელოვანი საკითხების გამორჩევა და “კვალზე გაყოლა”
-
ვერბალური და არავერბალური ასინქრობია – ტყუილის ამოცნობა ინტერვიუს დროს
-
კონტაქტიდან გამოსვლა
-