კარიერის განვითარება – კარიერის დაგეგმვა და მართვა – მრავალფეროვან და მუდმივად ცვალებად სამყაროში, ბუნებრივია, სამუშაო გარემოც სულ ტრანსფორმაციის ფაზაშია, რაც უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანების კარიერულ გამოცდილებაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშნელოვანია ცვლილებებთან ადაპტაცია, თვითაქტუალიზაცია, გარემოში არსებულ გამოწვევებზე ცნობიერი რეაგირება და კარიერული დილემების რაციონალიზაცია. ადამიანის კარიერული იდენტობა და მისი ბიოგრაფია კარიერის კონსტრუირებას ახდენს ისე, რომ მას ჰქოდეს კარიერული კეთილდღეობის განცდა. კარიერული იდენტობა თავის თავში აერთიანებს ინტერესებს, პიროვნულ მახასიათებლებს, ღირებულებებსა და ყველაფერ იმას, რაც მნიშნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას. გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშნელოვანია თვითგამორკვევა, შემდეგ გარემოს შეცნობა, და მასთან ადაპტირება. შეხვედრების სერია მოიცავს, როგორც თვითგამორკვევის, ასევე, გარემოს შეცნობის და შესაბამისობის დადგენას.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შინაარსი
-
ცხოვრების დიზაინი (Life Design) – თვითგამორკვევა, ბიოგრაფია და ადაპტირებადობა
-
კარიერული იდენტობა, “შესაბამისობა” და კეთილდღეობა
-
კარიერის განვითარების გეგმა (CDP) და კარიერული ნავიგაცია
-
გადაწყვეტილების მიღება და გრავიტაცია
-
3 პარალელური ცხოვრება
-