ამ მძიმე დროს ჩვენ გარეთ ვართ ფიქრებით, გრძნობებით და ფიზიკურად. რთულია სხვაგვარად, თუმცა ისევ იმისთვის, რომ შევძლოთ მყარად დგომა ძალიან მნიშნელოვანია საკუთარ თავთან დაბრუნება.
გეპატიჟებით სტრესის ინტერაქციულ მუზეუმში, 2 საათიან მოგზაურობაში, სადაც სპიკერი იქნება თქვენი გიდი და დაგეხმარებათ შექმნათ საკუთარი თავის განცდისა და გაზიარების გარემო. შინაგანი სიმშვიდე საკუთარ თავთან საუბრით იწყება. მოდით ერთად შევქმნათ თანაგანცდის სივრცე, სადაც შინაგანი დიალოგი გარეთ გამოვა, სადაც ფიქრებს და ემოციებს გავაზიარებთ, ენერგიებიის აღდგენას მოვახდენთ ერთად და ერთმანეთით, შევივსებით სიყვარულით და დავიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას. ეს იქნება ერთად ყოფნის სიამოვნება და ამასთანავე, საკუთარ თავთან შეკავშირების შესაძლებლობა.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
სასწავლო განრიგი
-
სტრესის ტოქსიკურობა და ინტერპრეტაციის პრობლემა
-
სტრესი როგორც გამოცდილება და სტრესთან დამეგობრების გზა.
-
დისოციაციის ტექნიკა და გადააზრების ძალა.
-
კარგად ყოფნა” და ენერგიების აღდგენა
-
თანაგანცდის გავლენა კეთილდღეობაზე და შინაგანი სიმშვიდე.
-