პროტესტებისა და კრიზისის დროს ადამიანები განიცდიან ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას აუარესებს, ამ შეხვედრის მიზანია შინაგანი ძალების აღდგენა და ერთიანობისა და სიყვარულის ნაკადის გაძლიერება.
შეხვედრაზე გავაკეთებთ სუნთქვის სავარჯიშოს, რომელიც ღრმად ჩაგვიყვანს ჩვენი ქვეცნობიერის შრეებში. დაგვეხმარება შფოთვის შემცირებაში და აგვიმაღლებს კონცენტრაციის უნარს.
პრაქტიკის მეორე საფეხური იქნება დაფერთხვა(Shaking Meditation): ამ ტიპის მოძრაობა ეხმარება სხეულს ფსიქოლოგიური ტვირთისგან გათავისუფლებაში და ენერგიის განახლებაში.
მესამე ნაწილი დაეთმობა სინათლის გიდირებულ მედიტაციას: ეს პოზიტიური ენერგიის ვიზუალიზაცია ერთიანობისა და სულიერი ძალის აღდგენის ძლიერი მეთოდია.
ამ მედიტაციას ექნება საერთო განზრახვა, ქვეყნისთვის დადებითი ენერგიის გაგზავნა, რაც გააძლიერებს ჩვებს ერთობას და სულიერ კავშირს.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
სასწავლო განრიგი
-
სუნთქვა – მოკლე გზა ჩვენს ქვეცნობიერთან დასაკავშირებლად
-
გონებასხეულის სისტემიდან სტრესის გათავისუფლების მეთოდი მოძრაობით
-
გიდირებული ვიზუალიზაცია
-
გაზიარების წრე
-