გაუცნობიერებელი მიკერძოებები არის ისეთი მოსაზრებების, მიდგომების ან პატერნების ქონა და გამოვლენა, რომლებიც შეიცავენ გაუცნობიერებელ მიკერძოებულ აზრებს და სტერეოტიპული აზროვნების ელემენტებს, რაც ხშირად ისახება ჩვენი მხრიდან ადამიანებთან მიმართებაში არამართებულ ქცევაში/დამოკიდებულებაში ან კონკრეტული მოვლენის ვიწრო ჭრილში შეფასებაში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს გაუცნობიერებელი მიკერძოებული აზრები, მაგრამ თუ დავფიქრდებით რომ ადამიანებთან ურთიერთობა სათუთი და გასაფრთხილებელია და ამასთანავე თუ რაციონალურად ვიაზროვნებთ კომუნიკაციისას, შესაძლებელია ნაკლები ტკივილი და ზიანი მივაყენოთ ადამიანებს, ჩვენთან ურთიერთობა მეტწილად სასიამოვნო გამოცდილება გახდეს და გარემოც/სოციუმიც ნაკლებად ტოქსიკური იქნება. ეს ვოქრშოფი არ იქნება კლასიკური სწავლება, არამედ იქნება თვითგამორკვევაში ბიძგი ყველასთვის ნაცნობ ისეთ საკითხებში რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან იმისთვის, რომ კარგი ადამიანები ვიყოთ. ჯერ იცვლები შენ და მერე შენი ადამიანური დამოკიდებულებებით და გააზრებული ქცევით შენ მიკროსოციუმში ცვლილების აგენტი ხდები.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
სილაბუსი
-
გაუცნობიერებელი მიკერძოებული მოსაზრებები და მისი ინდიკატორები;
-
მიკროაგრესიების გამოვლენა და მართვა.
-