ღირებულება

₾150

დაწყების თარიღი

24 მაისი

ტრენინგი ჩატარდება "ზუმი"-ს აპლიკაციის გამოყენებით​

მიმოხილვა

მულტიდისციპლინარული მიდგომების დანერგვა და კომბინირება თანამედროვე მენეჯმენტში სულ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება. იყო კარგი მენეჯერი ნიშნავს გქონდეს მენეჯერის ინსტრუმენტები და შეგეძლოს მათი სწორად კომბინირება.

ჩვენ შევიმუშავეთ ვებინარის პროგრამა, სადაც შენთვის საჭირო ინსტრუმენტებს ოთხი განსხვავებული რაკურსიდან, ოთხი სხვადასხვა ტრენერი გაგიზიარებს.

შეხვედრა 1

🧠 სინთეზური აზროვნება როგორც წამყვანი მენეჯერული ინსტრუმენტი

☑რას ნიშნავს სინთეზური აზროვნების მოდელი?
☑როგორ გამოვიყენოთ სითეზური აზროვნება ეფექტურ მართვაში?

👉ტრენერი: ანდრო დგებუაძე

შეხვედრა 2

🗣 თანამშრომლებთან კომუნიკაციის ინსტრუმენტი

☑როგორი შეიძლება იყოს ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაცია თანამშრომლების მიმართ?
☑როგორ შეიძლება კომუნიკაციამ შეცვალოს თანამშრომლის ქცევა?

👉ტრენერი: ზურა მხეიძე

შეხვედრა 3

🔎 რისკების შეფასების ინსტრუმენტი

☑საიდან ვიწყებთ რისკების შეფასებას?
☑რა ტიპის რისკები არსებოს?
☑როგორ მოვახდინოთ რისკების რანგირება და კლასიფიკაცია?

👉ტრენერი: ილია რევია

შეხვედრა 4

💹📌 ბიზნეს პროცესის რუქის შექმნის ინსტრუმენტი

☑როგორ გახდეს პროცესი უფრო ეფექტური?
☑როგორ მოვახდინოთ პროცესების ავტომატიზირება?

👉ტრენერი: ირმა ოქროპირიძე

ანდრო დგებუაძე

ბიზნეს-კონსულტანტი და ტრენერი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში. კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა USAID და მსოფლიო ბანკი.

ზურა მხეიძე

საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z.
ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით 30 წლიანი სამუშაო პრაქტიკითა და 25 წლიანი ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტირების გამოცდილებით.
მუშაობდა სხვადასხვა კერძო ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში.

ილია რევია

პროექტების მენეჯმენტის 18 წლიანი გამოცდილება; წარმატებით განხორცილებული კომპლექსური, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ბიზნეს და IT პროექტები წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტუტებში (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრისტალი).
განათლება: იონჩეპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განახლებაში; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს-სკოლის მაგისტრი პროექტების მართვაში, ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) საქართველოში.
საკონსულტაციო და ტრენინგ საქმიანობა დაიწყო 2011 წლიდან; წარმატებით განხორციელებული ტრენინგები და საკონსულტაციო საქმიანობა პროექტების მართვის დარგში შემდეგი ორგანიზაციებისთვის: თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, საქართველოს რეგიონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სსსტც „დელტა“, კრეატიული სააგენტო Leavingstone, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, იუსტიციის სახლი, Evex, Aldagi, Imedi-L, Pharmadepot, Socar, კავკასიის უნივერსიტეტი, PMCG, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, და სხვა.

ირმა ოქროპირიძე

HR კონსულტანტი და ქოუჩი. მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კომპანიებში, პრაქტიკული გამოცდილება Point method factor grading, job classification and Broadbanding სისტემების, სახელფასო სისტემების აწყობის.
CIPD კვალიფიკაცია – პერსონალის მართვა და განვითარება (People Management and Development); NLP სერტიფიცირებული პრაქტიკოსი; International Coach Academy – სერტიფიცირებული ქოუჩი.

☑თარიღები: 24, 25, 26, 28 მაისი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 8 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:00

☑ღირებულება: 150 ლარი

ვებინარები ჩატარდება ონლაინ, “ზუმი“-ს აპლიკაციის გამოყენებით. 

ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან გადაანაწილოს თანხა ტრენინგის დასრულებამდე.

გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს