ქეთი მეფარიშვილი
PhD. მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური მენეჯერი. 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სფეროში, მათ შორის Fortune 500 კომპანიებში.
ქეთევანს აქვს პრაქტიკული, სამეცნიერო მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.
გიორგი ქვლივიძე
სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი და რეჟისორი. Miami Ad School Tbilisi-ს კონცეპტინგის ლექტორი.
ალექს ჩიქოვანი
სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE – ის დამფუძნებელი. სააგენტომ არსებობის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ბევრი საინტერესო და ცნობილი ბრენდი შექმნა და გამოიყვანა ბაზარზე.
ალექსს აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგში, მარკეტინგში და გაყიდვებში. 10 წელზე მეტი გამოცდილება ბრენდინგის ლექციების, ტრეინინგებისა და მასტერ კლასების მიმართულებით. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მაგისტრი, კორპორატიულ სტრატეგიასა და ბრენდინგში (Lancaster Univesity Business School, MBA, specialization in corporate strategy, brand building and management).
თორნიკე გურული
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
დაამთავრა ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვადასხვა დროს სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში.
გაიარა საერთაშორისო ტრენერების სპეციალური განათლების სამწლიანი პროგრამა თეოდორ ჰოისის კოლეგიაში (გერმანია) და მოიპოვა კოლეგიის საერთაშორისო ტრენერის სტატუსი.
სხვადასხვა დროს ასწავლიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
სხვადასხვა დროს ის წამყვან პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, “სარკე ჯგუფში”, “ვისოლ ჯგუფში”, “საქართველოს ბანკში”, “პსპ ჯგუფში”.
პროფესორების გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში (კოლუმბია, აშშ). საერთაშორისო ტრენერის სტატუსით, ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR); ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (IMC); კრიზისული კომუნიკაცია; მომხმარებელთან კომუნიკაცია.