ღირებულება

₾200

თარიღი

22 ოქტომბერი

მასტერკლასი ჩატარდება "ზუმი"-ს აპლიკაციის გამოყენებით​

მიმოხილვა

სამყარო არასდროს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი და კონკურენტული როგორიც ახლა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ახალი მოთხოვნები დააწესა, სადაც შენი პერსონალური ბრენდი არის ის რაც გამოგარჩევს, კონკურენტუნარიანს გხდის და საშუალებას გაძლევს ეფექტურად წარმოაჩინო საკუთარი თავი შრომის ბაზარზე.

ჩვენ მოვამზადეთ მასტერკლასი “პერსონალური ბრენდინგი” შენთვის, რომელიც დაგეხმარება ინდივიდუალური თავისებურებების იდენტიფიცირებასა და მათი კარიერული მიზნებისთის გამოყენებაში.

სამუშაო პროცესში გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები:


☑ თეორიული ნაწილის განხილვა
☑ კითხვა-პასუხი
☑ პრაქტიკული სამუშაოები

🔘 რატომ გვჭირდება პერსონალური ბრენდი?

🔘 პერსონალური ბრენდინგის საფუძვლები.

🔘 რეპუტაცია, როგორც პერსონალური ბრენდის შედეგი.

🔘 პერსონალური ბრენდის პოზიციონირება და მისი ისტორიის შექმნა (ანუ რა არის ბრენდის ამბავი, როგორ ჩამოვაყალიბოთ ის, როგორ და სად გამოვიყენოთ).

ილზე რასა

ილზე უკვე ჩვიდმეტი წელია ზრუნავს ბალტიის წამყვანი კომპანიების, მათი ლიდერების და ლატვიის პრეზიდენტების რეპუტაციასა და ბრენდზე. 

ლატვიის პრეზიდენტისთვის, ნატოსთვის, სტრატოილ ლატვიისათვის, რიგაში ჩატარებული ნატოს სამიტისთვის და ბალტიის რკინიგზის პროექტისთვის განავითარა და დანერგა კომუნიკაციის სტრატეგიები.

გაწეული სამუშაოსათვის დაჯილდოვდა LASAP-ის წლიური ჯილდოთი „ოქროს ღილაკი“.

ორჯერ იყო ბალტიის PR დაჯილდოვების ჟიური.

☑ მასტერკლასის თარიღი: 22 ოქტომბერი

☑ ხანგრძლივობა: 2 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:00

☑ ღირებულება: 200 ლარი

ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება. 

📌მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს