ღირებულება

₾650

დაწყების თარიღი

27 აპრილი

ტრენინგი ჩატარდება "ზუმი"-ს აპლიკაციის გამოყენებით

მიმოხილვა

მიმოხილვა

განახლებული შესყიდვების პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მსოფლიოსა და საქართველოში გამოცდილი მეთოდებით და ინსტრუმენტების გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც საბაზისო ცოდნას შესყიდვების უწყვეტი და ეფექტური მართვის პროცესის შესახებ, ასევე დაეუფლებიან შესყიდვების ეფექტურად მართვას. ისინი განსაზღრავენ კომპანიის საჭიროებებს, ხარჯების კატეგორიზაციას, დაუფლებიან ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, შეიმუშავებენ საბაზრო რისკების მართვის მექანიზმებს და გაეცნობიან მომწოდებლის მოძიებისა და მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციის სწორად ჩამოყალიბებას;
  • ბაზრის კვლევისთვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებას;
  • შესყიდვების პორტფელის გაანალიზებას, კატეგორიებად დაყოფას და სტრატეგიების შემუშავებას;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას;
  • მომწოდებლების მოძიებას და შეფასებას;
  • მოლაპარაკებებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას;
  • მიღებული შემოთავაზებების და მომწოდებლების შეფასებას და შერჩევას.

კურსი განკუთვნილია:

  • როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველებისთვის 
  • კატეგორიის მენეჯერებისთვის
  • შესყიდვების მენეჯერებისთვის 
  • შესყიდვების საფუძვლები და განმარტებები;
  • სპეციფიკაციის გაწერა და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება; 
  • შესყიდვის სრული პროცესი და ხარჯების კატეგორიზაცია;
  • საერთო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა; 
  • ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით (SWOT, PESTED, სხვა);
  • რისკების ანალიზი;
  • სამუშაო ჯგუფის დაკავშირებული მხარეები და პასუხმგებლობები;
  • კატეგორიის განსაზღრა და მართვის ძირითადი ამოცანები;
  • სტრატეგიის განსაზღვრა;
  • მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
  • შერჩევისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • არსებული მომწოდებლების მართვა, ანალიზი და შეფასება;
  • უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
  • შემოთავაზებების შედარება (“სქორინგ” სისტემით)
  • მიწოდება და ინკოტერმების არსი

თამარ ახსიაშვილი

შესყიდვების და ხარჯების კონტროლის სფეროში 14+ წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების ტრენერი 5+ წლიანი გამოცდილებით, კონსულტანტი შესყიდვების პროცესების დანერგვის და ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.

ბრიტანული შესყიდვების და მომარაგების სერტიფიცირებული ინსტიტუტის, CIPS-ის წევრი. 

შვეიცარული ტრენინგ კომპანიის Siegel HR-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

კორპორატიული Pasha Bank Georgia-ს და მისი საცალო საბანკო სტარტაპი ქვე-ბრენდის Re|Bank-ის  შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 27 აპრილი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 11 მაისი

☑ტრენინგის დღეები: სამშაბათი/ხუთშაბათი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 12 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:30

☑ტრენინგის საფასური: 650 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს