ღირებულება

₾750

დაწყების თარიღი

3 მაისი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

პროფაილინგის ტექნოლოგია კრიმინალური ფსიქოლოგიიდან მოდის, თუმცა დღეს ამ ტექნოლოგიას  აქტიურად იყენებენ ისეთ მიმართულებებში როგორებიცაა:

  • პერსონალის შერჩევა
  • არსებული პერსონალის შეფასება (დაწინაურება, როტაცია)
  • ადამიანების მართვა
  • კარიერული განვითარება (ტრენინგები, ქოუჩინგი, მენტორინგი, კონსულტირება)
  • ბიზნეს მოლაპარაკებები
  • გაყიდვები

პროფაილინგი არ წარმოადგენს ერთი რომელიმე შეფასების ინსტრუმენტს, არამედ ფსიქომეტრული ინსტრუმენტებისა და ქცევის ანალიზის ანალიტიკური მეთოდების ნაკრებსა და მათი კომბინირებული გამოყენების ხელოვნებას.

პროფაილინგი გეხმარება გაარკვიო:

  • შეესაბამება თუ არა პიროვნება კონკრეტულ სამუშაო როლს
  • რა ტიპის პოტენციალი აქვს პიროვნებას და არის თუ არა მისი სამუშაო როლის შეცვლა ან ჩანაცვლება რელევანტური
  • როგორი სამუშაო როლის შემთხვევაში იქნება ის უფრო მეტად ეფექტური
  • როგორი საკომუნიკაციო სტრატეგია იმოქმედებს პიროვნებაზე ყველაზე კარგად
  • რა არის პიროვნების რესურსებთან წვდომის უმოკლესი გზა
  • როგორ დაისწავლის პიროვნება უფრო სწრაფად და ეფექტურად
  • აქვს თუ არა პიროვნებას გარკვეული მენტალური პრობლემები/დარღვევები ან მიდრეკილებები
  • კონკრეტული სიტუაციის ქვეტექსტი და ქცევის მოტივები
  1. შესავალი პროფაილინგში – ცალკეული მეთოდები, ცნობილი და უცნობი კლასიფიკაციები, ქცევის ანალიზის ჩარჩოები, ეთიკური შეზღუდვები
  • რა არის პროფაილინგი?
  • რომელი კონსტრუქტებისგან შედგება?
  • რა განსხვავებაა პიროვნებისა და სიტუაციურ პროფაილინგს შორის?
  • რამდენი სახის მეთოდი არსებობს?
  • როგორ დავიცვათ ეთიკური შეზღუდვები პროფაილინგის პროცესში
  • პროფაილინგის გამოყენების არეალები და შესაძლებლობები
  1. როგორ ამოვიცნოთ ადამიანები – პროფაილინგი პრაქტიკაში

ტექნიკების ნაკრების გაცნობა (კლასიკური ფსიქომეტრული კონსტრუქტები და საზომი ხელსაწყოები, პროფაილინგ ინტერვიუს მეთოდები, ანალიტიკისა და ინტერპრეტაციის ჩარჩოები).

  • ტექნიკები და მათი გამოყენების მეთოდები
  • პიროვნული მახასიათებლების დიხოტომიები და კლასტერული ანალიზის ფორმა
  • მეთოდის მიზანზეორიენტირებული შერჩევა (სფეროსთვის დამახასიათებელი სპეციფიკაციები და განსხვავებები)
  • პროფაილინგ ინტერვიუს ჩატარების ინტეგრირებული ტექნიკა (ქცევითი და კოგნიტური ინტერვიუების კომბინირება)
  • პროვოცირება
  • პროექცირება
  • იმპროვიზაცია
  • არავერბალური ქცევის აღწერის და კოდირების მეთოდები
  • არავერბალური ქცევის ინტერპრეტაცია (სხეულის ენა, მიკროექსპრესიები, კონგრუენცია, სიგნალების რუქა)
  • ლინგვისტური ანალიზი
  • ლინგვისტური ანალიზის ინტეგირება არავერბალურ მონაცემებთან
  • სიტუაციური ანალიზისა და მოტივების საანალიზო კითხვები
  • ABC მოდელის გამოყენება მონაცემების ინტერპრეტაციის დროს
  • ფუნქციური ანალიზი
  • პროფილის ოთხგანზომილებიანი მოდელის გაანალიზება და ინტერპრეტაცია
  • პროფაილინგ ინტერვიუების ჩატარება
  • პროფილების აღწერა და წარდგენა

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი 

კომპანია ჰედვაისის თანადამფუძნებელი და დირექტორი; საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z. ნეიროდიზაინის სააგენტო VESIGN -ის თანადამფუძნებელი. კავკასიის უნივერსიტეტი – ლექტორი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – ასისტენტ პროფესორი; სერტიფიცირებული პროფაილერი და საერთაშორისო OD კონსულტანტი (ორგანიზაციული განვითარება). HR გეიმიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ-კონსულტანტს საქართველოში. პროფაილინგის მეთოდოლოგიის გამოყენებით კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს როგორებიცაა: გერმანული ეკონომიკური გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, კაპაროლი, BlueOrchard, McDonald’s, PSP, GMP, MSC , CTE, TOYOTA, Tbilisi medic, GCCI, APTOS გერმანია.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 3 მაისი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 2 ივნისი

☑ტრენინგის დღეები: ოთხშაბათი / პარასკევი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 30 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 22:00

☑ტრენინგის საფასური: 750 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს