ორგანიზაციაში ადამიანების ქცევისა და ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლა, სამუშაო პოზიციასთან თავსებადობის დადგენა და სამუშაო პოტენციალის შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა. თანამედროვე ორგანიზაციაში ორგანიზაციული განვითარების ყველა მნიშვნელოვანი პროცესი სწორედ ამ შეფასებებზე დაყრდნობით იმართება.
პროფაილინგის დახმარებით მარტივდება ისეთი პროცესები როგორებიცაა:
- არსებული თანამშრომლების კორპორატიულ კულტურასთან და პოზიციასთან თავსებადობის დადგენა.
- შერჩევის დროს მომავალი თანამშრომლების პოტენციალის განსაზღვრა.
- თანამშრომლების კარიერული განვითარება და ტალანტების მართვა.
- ტრენინგების და განვითარების სტრატეგიის შემუშავება
- სამოტივაციო სისტემების შემუშავება და სამუშაო შესრულების შეფასება.
შეფასებას ჰედვაისის პროფაილინგ მეთოდით ვაკეთებთ. სპეციალური ქცევითი ინტერვიუს მეთოდოლოგია საშუალებას გაძლევთ ტესტირებისა და კითხვარების გარეშე მიიღოთ გაცილებით უფრო ობიექტური და ვალიდური შედეგები პიროვნების მახასიათებლების, ბუნებრივი მიდრეკილებებისა და უნარების შესახებ.
როდის უნდა გამოიყენოთ პროფაილინგი?
თუ თანამშრომლის დაწინაურებას აპირებთ, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების ცოდნა:
- შეძლებს თუ არა პოზიციისთვის სახასიათო გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებას?
- რა დრო დასჭირდება პოზიციასთან სრული ადაპტაციისთვის?
- როგორ შეიცვლება მისი ქცევა დაწინაურებასთან ერთად?
- როგორ შეიცვლება მისი დამოკიდებულებები გუნდის სხვა წევრების მიმართ?
- რამ შეიძლება ხელი შეუშალოს აღნიშნულ პოზიციასთან ადაპტირებაში და როგორი უნდა იყოს მმართველი გუნდის ჩართულობა ამ პროცესში?
თუ ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ხართ :
- არის თუ არა გუნდში დეფიციტური უნარები
- არის თუ არა გუნდში მახასიათებლების დისბალანსი
თუ გეგმაში გაქვთ თანამედროვე, ინდივიდუალური მართვისა და სამოტივაციო სისტემების დანერგვა
- პროფაილინგი გაძლევთ ინფორმაციას ინდივიდუალურ მოტივატორებსა და დემოტივატორებზე.
- ფლობთ თანამშრომლის ინდივიდუალურ „სამუშაო ენას“ – როგორ შეუქმნათ სამუშაო ეფექტურობისთვის აუცილებელი პირობები.
თუ თანამშრომლის განვითარების გეგმაზე მუშაობთ და გჭირდებათ იცოდეთ:
- რა არის მისი განვითარების უახლოესი ზონა
- რა მიმართულებით ჭირდება ყველაზე მეტად განვითარება
- რომელი უნარების გაძლიერებაა საჭირო და აუცილებელი
- რა ტიპის ტრენინგ პროგრამა იქნებოდა მისთვის ყველაზე პროდუქტიული