საკონტაქტო ინფორმაცია
მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
დირექტორი, ტრენერი, კონსულტანტი
გამოცდილება
მარიამ კვარაცხელია–ზირაქაშვილი – ჰედვაისის დამფუძნებელი და დირექტორი;
- საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – BS ლაბორატორია;
- მოწვეული ლექტორი – კავკასიის უნივერსიტეტი;
- ასისტენტ პროფესორი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- სოციალური ფსიქოლოგიის პრაქტიკის ხელმძღვანელი – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
მარიამი საერთაშორისო კონსულტანტია ადამიანური კაპიტალის მართვისა და განვითარების სფეროში, ასევე HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ – ქოუჩს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, PSP ფარმა, გერმანული ეკონომიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, MSC, CTE, GMP და სხვა.
ტრენინგები:
- თანამშრომელთა შერჩევა პროფაილინგით;
- გავლენის ფსიქოლოგია;
- მოლაპარაკების ფსიქოლოგიური ტექნიკები;
- მართვა და პროფაილინგი;
- გუნდის მენეჯმენტი;
- მაინდფულნესი.