ღია ტრენინგები

ტრენერთა ტრენინგი

ტრენერთა ტრენინგი

                                                    დარგობრივი ცოდნა არ არის საკმარისი ტრენინგის ჩატარებისთვის. ტრენინგის ჩატარება მოითხოვს ბევრ სხვა კომპეტენციასა თუ პიროვნულ უნარს. სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის კომბინაცია იძლევა ტრენინგის მაღალ ეფექტურობას.                                                                                       

პროექტების მართვა

პროექტების პრაქტიკული მართვა

პროექტის მართვა ერთ-ერთი მიდგომიდან უმნიშვნელოვანეს ბიზნეს პროცესად იქცა, რომელიც ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა. ცვალებადი გარემო აიძულებს ორგანიზაციებს, სწრაფად მოერგონ გამოწვევებს, დროულად დახვეწონ მართვის სისტემები და დანერგონ სიახლეები.

შესყიდვების მართვა

შესყიდვების მართვა

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც საბაზისო ცოდნას შესყიდვების უწყვეტი და ეფექტური მართვის პროცესის შესახებ, ასევე დაეუფლებიან შესყიდვების ეფექტურად მართვას.                                                                                                                                                                                                                                                                                                                          

ქოუჩინგი მართვაში

ქოუჩინგი მართვაში

კურსის მიზანია მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად ჩამოუყალიბოს პრაქტიკული უნარები დელეგირების, უკუკავშირის, მოტივირების ეფექტურად განსახორციელებლად. ტრენინგი “ქოუჩინგი მართვაში” ეფუძნება თანამედროვე ბიზნეს სამყაროში არსებულ პერსონალის განვითარების ტექნიკებს და ქოუჩინგის მეთოდიკას.

სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედიის მართვა                     

ცოტა ხნის წინ ბიზნესის მთავარი ამოცანა პროდუქტის სწორად შეფუთვა იყო, დღეს კი სწორად შეფუთულ პროდუქტზე ხანგრძლივი ყურადღების მოპოვება გახდა გამოწვევა.
სოციალური მედიის მართვის ტრენინგი აგებულია ყურადღების მოპოვების ციფრულ სტრატეგიებზე და ხერხებზე.                                                                                    

ეჯაილი მენეჯერებისთვის

ეჯაილი მენეჯერებისთვის

“ეჯაილი მენეჯერებისთვის” მოიცავს ეჯაილ მენეჯმენტის მნიშვნელოვანი მიდგომების, პრაქტიკების და პოპულარული ეჯაილ ჩარჩოების მიმოხილვას. 

მაინდფულნეს; mindfulness

მაინდფულნესი

თუ ფიქრობ, რომ ცვლილებების და მასშტაბური ნაბიჯების დროა, ჩვენ შენთვის ახალი “მაინდფულნეს” პროგრამა შევქმენით, რომლის მიზანიც ცხოვრების მნიშვნელოვანი და საკვანძო ასპექტების დამუშავებით პერსონალური ეფექტურობის მიღწევა, ახალი რესურსების აღმოჩენა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაა.                          

ადამიანური რესურსების მართვა

ადამიანური რესურსების მართვა

თანამედროვე სამყაროში ადამიანური კაპიტალის მართვის აქტუალობასა და მნიშვნელოვნებასთან ერთად იზრდება ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, სტანდარტები და მიდგომები. სხვადასხვა ინოვაციური მეთოდის დანერგვა პროცესში მნიშვნელოვანი ხდება.                                     

მართვა და პროფაილინგი

მართვა და პროფაილინგი

 ყველა ბიზნესის საბოლოო მიზანი სასურველი შედეგის მიღწევაა, შედეგების მართვისთვის კი ადამიანების კარგი ცოდნა დაგჭირდება.
ადამიანების ცოდნის თანამედროვე ინსტრუმენტი ფსიქოლოგიური პროფაილინგია.                                                                                                                                                                                                        

გუნდის მენეჯმენტი

გუნდის მენეჯმენტი

გუნდის მენეჯმენტი შესაძლოა იყოს შთამაგონებელი, საინტერესო და ამავდროულად სტრესული. თანამედროვე ცხოვრების რიტმი ძალიან მცირე დროს უტოვებს ლიდერს იმისთვის, რომ ხშირად გადაამოწმოს თუ როგორ გრძნობენ თავს გუნდის წევრები, რამდენად ექმნებათ მათ პროდუქტიულობისთვის საჭირო გარემო და ესმით თუ არა მათ მისი ენა.

მართვის ფსიქოლოგია

მართვის ფსიქოლოგია

პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა მართვის ფსიქოლოგიურ ასპექტებში, გაზარდოს მენეჯერული კომპეტენცია და დაეხმაროს მონაწილეებს კომუნიკაციის უნარების განვითარებაში, როგორც ორგანიზაციული ასევე პერსონალური სტრესის მართვაში.                                                                                                               

მარკეტერის ინსტრუმენტები

მარკეტერის ინსტრუმენტები

სწრაფად ცვალებად დროსა და კიდევ უფრო სწრაფად ცვალებად სფეროში, მარკეტერის ინსტრუმენტების განახლება და ახალი ტრენდების გაცნობა ეფექტურად მუშაობის აუცილებელი პირობა გახდა.
ჩვენ ვიკვლიეთ მარკეტერების და ბიზნეს მფლობელების საჭიროებები და ოთხი მიმართულების ხელსაწყოების ნაკრები შევიმუშავეთ.

გავლენის ფსიქოლოგია

გავლენის ფსიქოლოგია

პროგრამა “გავლენის ფსიქოლოგია” აგებულია სოციალური ფსიქოლოგიის თანამედროვე კვლევებსა და პრაქტიკაში გამოცდილ ინსტრუმენტებზე დაყრდნობით.
პროგრამა მიზნად ისახავს 12 პრაქტიკული ხელსაწყოს გაზიარებას და პრაქტიკაში გამოცდას.                                                                 

პერსონალური ბრენდინგი

პერსონალური ბრენდინგი

სამყარო არასდროს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი და კონკურენტული როგორიც ახლა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ახალი მოთხოვნები დააწესა, სადაც შენი პერსონალური ბრენდი არის ის რაც გამოგარჩევს, კონკურენტუნარიანს გხდის და საშუალებას გაძლევს ეფექტურად წარმოაჩინო საკუთარი თავი შრომის ბაზარზე.                                 

გუნდის მენეჯმენტი

მენეჯერის ინსტრუმენტები

მულტიდისციპლინარული მიდგომების დანერგვა და კომბინირება თანამედროვე მენეჯმენტში სულ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება. იყო კარგი მენეჯერი ნიშნავს გქონდეს მენეჯერის ინსტრუმენტები და შეგეძლოს მათი სწორად კომბინირება.                                                                                                                                                                             

ემოციური ინტელექტი; ლიდერობა

ემოციური ინტელექტი და ლიდერობა

რატომ მარცხდებიან ჭკვიანი ადამიანები? რატომ შეიძლება ჰქონდეთ ასეთ ადამიანებს გუნდის მართვის და ურთიერთობის პრობლემები?  ეს იმიტომ არ ხდება, რომ მათ ნაკლები ინტელექტი აქვთ, ან ნაკლები ტექნიკური უნარები გააჩნიათ.                                                                                                                                                              

მოლაპარაკების ტექნიკები

მოლაპარაკების ფსიქოლოგიური ტექნიკები

როგორ ვაღწევთ ორმხრივად მომგებიან შეთანხმებას? ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მოლაპარაკებების მართვა სასურველი მიკრო თუ მაკრო მიზნებისთვის. პროგრამა აგებულია თანამედროვე ფსიქოლოგიურ სტრატეგიებსა და უახლეს ტექნიკებზე, რომლებიც გამყარებულია ექსპერიმენტული კვლევებითა და სამეცნიერო სიმულაციებით.     

HR პრაქტიკუმი

“ეიჩარ პრაქტიკუმი”

ჰედვაისი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარო H”ეიჩარ პრაქტიკუმი”, რომელიც გულისხმობს გამოცდილ H”ეიჩარ” პრაქტიკოსთან ერთად შეასრულო პრაქტიკული დავალებები.
პრაქტიკუმის ფარგლებში გაივლი ადამიანური კაპიტალის მართვის ყველაზე მნიშვნელოვან და საკვანძო თემებს.