Headvice

გასაუბრებაზე თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თქვენი საუბრით კმაყოფილი ხართ, თუმცა დრო გავიდა და ისევ არ დაურეკავთ. ეს შესაძლოა იმიტომ მოხდა, რომ თქვენმა სხეულმა თქვენს მაგივრად ილაპარაკა. შეიძლება თქვით, რომ გუნდური მუშაობა ძალიან გიყვართ, ამ დროს კი სხეულმა სრულიად საპირისპირო გადმოსცა.

ძირითადად, როდესაც კომუნიკაციაზე ვსაუბრობთ ვგულისხმობთ იმას რასაც ვერბალურად გადმოვცემთ, თუმცა სინამდვილეში ჩვენი სხეული, ხმის ტონი, მიმიკები და ჟესტები გაცილებით მეტ ინფორმაციას ატარებენ.

იცოდე სხეულის ენა ნიშნავს, კონტექსტის გათვალისწინებით, იცოდე რას გულისხმობს თვალის გარკვეული მოძრაობები, სხვადასხვა სხეულის პოზები, უნივერსალური სახის გამომეტყველებები, ჟესტიკულაციები, პარა-ლინგვისტიკა, ხმის ტონის და ტემბრის მნიშვნელობები, გარკვეული ჩაცმულობს სტილები და სიჩუმის მნიშვნელობაც კი,  ანუ „ლაპარაკობდე სხეულის ენაზე.“  მისი ცოდნა გვეხმარება არა მარტო სხვისი ნამდვილი ემოციების, განზრახვებისა და პიროვნების გაგებაში, არამედ სწორ თვითპრეზზენტაზიაში.

გასაუბრებაზე სხეულის ენა მნიშვნელობას ოფისში შესვლისთანავე იძენს. პირველ შთაბეჭდილებას გამსაუბრებელზე ჩაცმულობა ახდენს, სასურველია თუ კომპანიის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ვიკვლევთ და მისი შინაარსიდან გამომდინარე, ჩაცმულობას შევუსაბამებთ. თუ გასაუბრებაზე ბანკში მივდივართ, სასურველია გამოვიყურებოეთ დახვეწილად და ოფიციალურად, თუ სარეკლამო სააგენტოში გრაფიკულ დიზაინერად – შეგვიძლია მეტად თავისუფლად და ფერადად გამოვიყურებოდეთ.

სკამზე თუ უკან გადახრილი ზიხართ, ეს გამსაუბრებელს აფიქრებინებს რომ საკმარისად სერიოზულად არ ეკიდებით პოზიციას და თქვენთვის უმნიშვნელოა. ბეჭებში გამართული პოზა ტოვებს თავდაჯერებულის შთაბეჭდილებას. სასურველია ვიყოთ ენერგიული და ცოცხალი.

საკუთარი განწყობით, სხვაში იგივე ემოციის გამოწვევა შეგიძლია. ღიმილი  ქვეცნობიერად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს გამსაუბრებელზე და ანალოგიურ რეაქციას იწვევს. თუ გეჩვენება, რომ გამსაუბრებლის გამომეტყველება არამეგობრულია, დაფიქრდი რა ემოციას გამოხატავ შენ ამ დროს. სასურველია, გარკვეული პერიოდულობით თვალის კონტაქტი, რადგან ეს გვეხმარება მასთან უფრო პერსონალური კავშირი დავამყაროთ.  ამასთან, უმნიშვნელოვანესია ყურადღებით ვუსმინოთ მას, ვაცადოთ ლაპარაკი და მივხვდეთ მის არავერბალურ მინიშნებებსა და განწყობას, სწორად აღვიქვათ მისი ემოციები.

ჩვენს მიერ გაუცნობიერებლად გაცემული არავერბალური კომუნიკაცია ადამიანებს უჩენს ნდობის ან უნდობლობის განცდას, უტოვებს პოზიტიურ ან ნეგატიურ შეხედულებას და განსაზღვრავს გადაწყვეტილებას – დაგვირეკავენ თუ არა.