Headvice

ტრენინგზე მონაწილეობის წესები და პირობები

თქვენთვის საინტერესო ტრენინგზე დარეგისტრირებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებს და პირობებს.

  • იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ იმ ტრენინგზე, რომელიც თქვენ გჭირდებათ, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მოთხოვნები, მოლოდინები და საჭიროებები.
  • ყურადღებით და დეტალურად გაეცანით ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კონკრეტულ ტრენინგთან დაკავშირებით (ტრენინგის შინაარსი, სილაბუსი, ტრენერი, ღირებულება, ვადები და სხვა).
  • იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ვებ-გვერდზე ვერ ნახავთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას ტრენინგის შესახებ, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მოგვწერეთ ელ. ფოსტის ან სოციალური მედიის საშუალებით.
  • თუ ტრენინგის დეტალები თქვენთვის მისაღებია, მხოლოდ ამის შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია.
  • თქვენთვის საინტერესო ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება, რომელიც მოცემულია თითოეული ტრენინგის გვერდზე და მასზე გადასვლა შესაძლებელია ღილაკზე „ტრენინგზე რეგისტრაცია“ დაჭერით.
  • მნიშვნელოვანია სარეგისტრაციო ფორმის სწორად და დაკვირვებით შევსება, რათა ტრენინგის კოორდინატორი დაგიკავშირდეთ თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით.
  • სარეგისტრაციო ფორმის შევსების დროს, ჩაწერეთ თქვენი ოფიციალური სახელი და გვარი სრულად, რომლის გადატანაც მოხდება სერტიფიკატზე, ტრენინგის დასრულების შემდეგ.
  • ტექნიკური რეგისტრაციის შემდეგ, დაგიკავშირდებათ ტრენინგის კოორდინატორი, რომელიც კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას ტრენინგის შესახებ და თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგიგზავნით ჩვენს საბანკო რეკვიზიტებს, რის მიხედვითაც მოხდება ანგარიშსწორება. 
  • ტრენინგზე სრულად დარეგისტრირებულად ითვლება მხოლოდ ის მსურველი, რომელსაც გადახდილი აქვს სარეგისტრაციო ან სრული თანხა.
  • ტრენინგ კურსზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, ანგარიშსწორება შეგიძლიათ შემდეგი სამი მეთოდით: სრული თანხის ჩარიცხვა; საბანკო განვადება; თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე.

სრული თანხის ჩარიცხვა

  • ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, სრულ თანხას იხდით ტრენინგის დაწყებამდე.
  • იმ შემთხვევაში, თუ გადახდილი გაქვთ სარეგისტრაციო თანხა, ვალდებული ხართ ტრენინგის დაწყებამდე დაფაროთ დარჩენილი თანხა სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარეგისტრაციო თანხა არ დაგიბრუნდებათ.

საბანკო განვადება

  • თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ ტრენინგზე დასასწრებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით, 2 წლამდე ვადით.
  • განვადებით სარგებლობისთვის, აუცილებელია მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და მიიღოთ ინვოისი, რომელსაც წარადგენთ საქართველოს ბანკის განვადების აგენტთან.
  • განვადების დამტკიცების შემთხვევაში, შეძლებთ ტრენინგზე დასწრებას.

თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე

  • თანხის გადანაწილების შემთხვევაში, აუცილებელია გადახდილი გქონდეთ სარეგისტრაციო თანხა (ტრენინგის ღირებულების 20%). 
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდის შემდეგ, ჰედვაისი თქვენთან აფორმებს ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც, გეკისრებათ პასუხისმგებლობა დაფაროთ დარჩენილი თანხა ტრენინგის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მიზეზით გაგიცდებათ სატრენინგო დღეები. 
  • თუ თქვენ გადახდილი გაქვთ სარეგისტრაციო, სრული ღირებულება ან სარგებლობთ განვადებით და ტრენინგი ვერ შედგა, კომპანია გიბრუნებთ თქვენს მიერ გადახდილ ან განვადების თანხას სრულად, ბანკის საკომისიოს ჩათვლით.
  • იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ტრენინგის დაწყების თარიღი, კომპანია ვალდებულებას იღებს გააფრთხილოს ყველა რეგისტრირებული მსურველი და თუ თქვენთვის მიუღებელია დაწყების ახალი თარიღი, გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ თქმულ პირობას, გადახდილი გაქვთ სარეგისტრაციო ან სრული თანხა და ვეღარ ახერხებთ ან აღარ გსურთ ტრენინგზე დასწრება, რის შესახებაც კომპანიას ატყობინებთ ტრენინგის დაწყებამდე 10 დღის განმავლობაში, კომპანია იხსნის თანხის დაბრუნების ვალდებულებას.
  • თუ კომპანიის ან ტრენერის მიზეზით მოხდება სატრენინგო დღის გაცდენა, კომპანია ვალდებულია თქვენთვის მისაღებ დროს ჩაანაცვლოს გაცდენილი დღე.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიზეზით გააცდინეთ სატრენინგო დღე ან დღეები, კომპანია იხსნის გაცდენილი დღის ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვალდებულებას.
  • ჰედვაისის მიერ გამოცხადებულ და ორგანიზებულ ტრენინგზე, მასტერკლასზე ან ვორქშოპზე რეგისტრაციის შემთხვევაში, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები შემდგომი კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით.
  • მონაცემები, რომლებიც მუშავდება ჰედვაისის მიერ არის: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელ. ნომერი, ელ. ფოსტა) და ინფორმაცია დასაქმების შესახებ.
  • ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით.
  • ჰედვაისი იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ მოხდება თქვენი პერსონალური მონაცემების არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენება და/ან მათი მესამი პირისათვის გადაცემა.