“აწარმოეთ მოლაპარაკებები ღიად, თუ ფარულად, ყველგან და ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შეიძლება ჯერაც არ იყოს ხილული” – კარდინალი დე რიშელიე
რატომ უნდა ისწავლოთ მოლაპარაკებები?
- მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით მოლაპარაკებები შედის 10 უმნიშვნელოვანეს უნარში, რომელიც აუცილებელი იქნება მომავალ სამუშაო გარემოში მენეჯერებისათვის. ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ ლიდერები თავის დროის 15%-დან 26%-მდე მოლაპარაკებებს უთმობენ. თუმცა, შესაბამისი უნარების არ ქონის გამო მათი მოლაპარაკებები ყოველთვის კარგი შედეგებით არ სრულდება. ასევე გამოკითხულ ბიზნეს ლიდერეთა 96% თვლის, რომ ჯეროვნად მომზადებულ მომლაპარაკებლებსა და მომლაპარაკებლებთა გუნდს შეუძლია კომპანიის დანახარჯების დაზოგვა და მეტი სარგებლის მოტანა.
- შესაბამისად, მოლაპარაკებები მენეჯერებისთვის და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის წარმოადგენს მნიშნვნელოვან სტრატეგიულ უნარს.
- მოლაპარაკებებს იყენებენ მენეჯმენტის ვერტიკალსა და ჰორიზონტალში გადაწყვეტილებების მიღების დროს, ისევე როგორც კომპანიასა და მის კლიენტებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.
- მოლაპარაკებების მართვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინდივიდუალურ უნარებზე (რომელთა დახვეწა შესაძლებელია), არამედ მეთოდებზე (მომზადება, სტრატეგიები, ტაქტიკები), რომლებიც ისწავლება.
ტრენინგის მიზნები:
- ტრენინგის მონაწილეებმა მიიღონ პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა მოლაპარაკებებში
- გაიღრმავონ კომპეტენციები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში
- განივითარონ უნარები, რომლებიც დაეხმარებათ უკეთესად მართონ მოლაპარაკებების პროცესი
ტრენინგის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
- მოლაპარაკებებისთვის ჯეროვნად მომზადებას
- სტრატეგიების სწორად შერჩევასა და გამოყენებას
- აქტიური კომუნიკაციის პრინციპებს
- მოლაპარაკებების პროცესის მართვას
ტრენინგის თემატიკა:
- მომლაპარაკებლის დილემა და ფსიქოლოგიური მახეები
- მომზადება
- მოლაპარაკებების სტრატეგიები
- დისტრიბუციული სტრატეგია
- თანამშრომლობის სტრატეგია და კომპრომისი
- კომუნიკაციის როლი
- კომპლექსური მოლაპარაკებები
ტრენინგის მეთოდები:
- ე.წ. „იმერსიული“ სწავლების, ჩართულობისა და ინტერაქტივის პრინციპებს
როლური თამაშები, შემთხვევის ანალიზი, სავარჯიშოები და აუდიოვიზუალური მასალის გამოყენება უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას
- განხილვებსა და დისკუსიებს
როლური თამაშებისა და სხვა სავარჯიშოების შესრულების შემდეგ, მოხდება მათი განხილვა და გამოცდილების გაზიარება. აღნიშნულ ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა გაგვიზიარონ მათი რეალური ისტორიები და გამოცდილება.
- თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას
ტრენინგი ასევე ითვალისიწინებს პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული კომპონენტების განხილვას. თითოეული ეს კომპონენტი იქნება გამოყენებელი მსმენელთა არსებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასამყარებლად და ახალი ჩვევების გამოსამუშავებლად.
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შეხვედრა 1
-
გაცნობა
-
ტრენინგის სილაბუსის განხილვა
-
როლური თამაში
-
რა არის მოლაპარაკებები?
-
სამი ძირითადი დაძაბულობა
-
ძირითადი ფსიქოლოგიური მახეები
-
-
შეხვედრა 2
-
როლური თამაში
-
დისტრიბუცია / პაექრობა
-
დისტრიბუციული ტაქტიკები და როგორ ვაწარმოოთ ისინი
-
როგორ ვმართოთ რთული დისტრიბუციული ტაქტიკები
-
10 პუნქტიანი მომზადების გეგმა
-
-
შეხვედრა 3
-
როლური თამაში
-
თანამშრომლობა და პარტნიორობა
-
თანამშრომლობის ტაქტიკები
-
საჭირეობების გამოვლენა
-
ნდობა როგორც პარტნიორობის ინსტრუმენტი
-
-
შეხვედრა 4
-
როლური თამაში
-
კომუნიკაციის მნიშვნელობა
-
აქტიური მოსმენა
-
აქტიური საუბარი
-
შეკითხვების ძალა
-
-
შეხვედრა 5
-
როლური თამაში
-
კომპლექსური მოლაპარაკებების მახასიათებლები
-
როგორ ვაწარმოოთ კომპლექსური მოლაპარაკებები
-

