Headvice

თითქოს მას ყველა იცნობს – ეს კრიმინალური პროფაილერია. ჩვენს გონებაში ჩაბეჭდილია, როგორც სუპერ ძალა ადამიანის გონების წასაკითხად. მისი ამოცანა დამნაშავის პროფილის მოკლე დროში ამოცნობა და მის კვალზე გასვლაა. მისი ანალიტიკური მასალა დანაშაულის ადგილი და დამნაშავის ბოლო ქცევაა, რომელიც მომდევნო ქცევის წინასწარმატყველების გასაღები უნდა გახდეს.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ბიზნეს პროფაილერი, რომელიც ზემოთხსენებულ უნარებს დამნაშავის კვალის პოვნის ნაცვლად პიროვნული პოტენციალისა და მახასიათებლების სპექტრის ამოცნობაში გამოუენებს.

ბიზნესის რა მიმართულებებში ვიყენებთ პროფაილინგს?  

რეკრუტინგი – როგორი პიროვნების ტიპი იქნება შესაფერისი პოზიციისთვის?  თავსებადია თუ არა კორპორატიულ კულტურასთან? როგორია მისი პოტენციალი – განვითარების უახლოესი ზონა? არის თუ არა სტაბილური? რა იქნება მისი მოსალოდნელი ქცევა? როგორი იქნება გუნდში მისი თვითპოზიციონირების სტრატეგია? როგორია მისი შესრულების ტიპოლოგია?

  • კომპეტენციები და პოტენციალი
  • პიროვნული მახასიათებლები
  • მოტივაცია, ღირებულებები, მამოძრავებელი ძალა

რესურსების ოპტიმიზაცია – წარმოიდგინეთ რომ გაქვთ ხელსაწყო, რომელსაც ადამიანის შესაძლებლობების, მახასიათებლების და სააზროვნო მოდელის რუქის ჩვენება შეუძლია, რომელი „ტერიტორიის“ შესასწავლად გამოუყენებდით ამ რუქას?  ამ რუქის წაკითხვით შეგიძლიათ განსაზღვროთ არსებული კადრების უნარებისა და ფუნქციების თანხვედრის კოეფიციენტი და მოვალეობების მოდიფიცირებით მოახდინოთ სამუშაო ეფექტურობის გაზრდა.

დარწმუნების ხელოვნება (მოლაპარაკებები, საჯარო გამოსვლები…) – წარმოიდგინეთ მოზიდული ისარი სამიზნის გარეშე, ესეთია ყველა ის მანიპულაციური ტექნიკა და ფსიქოლოგიური ხრიკი მოლაპარაკებისთვის რომელსაც პიროვნების ტიპოლოგიის განსაზღვრის გარეშე ვიყენებთ. როგორც კი განისაზღვრება პიროვნების ტიპი, ჩვენს მიერ შერჩეული გავლენის მოხდენის ინსტრუმნეტი თუ ტექნიკა ძალას შეიძენს და ჩვენს სასარგებლოდ ამოქმედდება.

რატომ პროფაილინგი ?

პროფაილინგი კომპლექსური პროცესია და შედეგება მრავალი განზომილებებისგან: სხეული, ლინგვისტიკა,  სხეულის და ლინგვისტიკის კონგრუენტულობა, მიკრომიმიკური ანალიზი, თვალების ტრაექტორიის კონტროლი, მეტაპროგრამული ანალიზი, რეგრესიული თხრობა და სხვა…

ე.წ. ლინგვისტური პროფაილინგის (რომელიც გულისხმობს ადამიანის თხრობაზე დაკვირვებას) დასაწყებად დამკვირვებელმა – პროფაილერმა მთხრობელთან მიმართებაში სამი ნშივნელოვანი კითხვა უნდა დასვას, და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს კომპლექსური ანალიზის ტექნიკებზე.

  1. რისი მიღწევა სურს ამ სათქმელით?
  2. რისი თავიდან არიდება სურს ამ სათქმელით?
  3. არის თუ არა მისი სათქმელი სიტუაციასთან თანხვედრაში (ადეკვატური?)

და ეს მხოლოდ დასაწყისია ისეთი საინტერესო და აზარტული პროცესის რასაც პიროვნების პროფაილინგი ჰქვია.