პროგრამის აღწერა
პროგრამის მიზანია, კომპანიის თანამშრომლებს დაეხმაროს საკვანძო მენეჯერული უნარების გავარჯიშებასა და განვითარებაში. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ წინასწარ შემუშავებული კომპეტენციების ჩარჩოზე, რომელშიც აღწერილი იქნება გუნდის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელი საკვანძო კომპეტენციები. პროგრამის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ადამიანის ქცევის შეფასების ძირითად ინსტრუმენტს და პრაქტიკაში იმუშავებენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: თვითანალიზი, გუნდის როლები, მომგებიანი გუნდის პრინციპები, პროდუქტიულობა და ეფექტური კომუნიკაცია.
პროგრამის უპირატესობა
პროგრამა ემყარება კვლევებს, რომელიც ჩატარდა ჰედვაისის შვილობილი კომპანიის – ქცევითი მეცნიერების ლაბორატორიის მიერ საქართველოს ბაზარზე. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა გუნდებში არსებული გამოწვევები, გავრცელებული ხარვეზები და საკვანძო კომპეტენციები, ეფექტური შესრულებისთვის. პროგრამა მორგებულია კომპანიის გამოწვევებს და საჭიროებებს, შესაბამისად პროგრამის საკითხების კონცენტრაცია და ფოკუსი იქმნება ყველა დამკვეთისთვის ინდივიდუალურად. პროგრამა აგებულია სპეციალურ მეთოდოლოგიაზე, რომელიც მონაწილეებს ტრენინგის პროცესშივე ეხმარება კონკრეტული უნარების ამოცნობასა და განვითარებაში.
პროგრამა ითვალისწინებს მონაწილეთა მხარდაჭერას სწავლის დასრულების შემდეგ, ონლაინ პლატფორმის საშუალებით უზრუნველყოფს მასალებით მომარაგებას, კითხვებზე პასუხის გაცემას და შემდგომ დაკვალიანებას, რის გამოც ტრენინგის ეფექტი გრძელვადიანი ხდება და მონაწილეებს უმარტივდებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.
პროგრამა შედგება 2 ბლოკისგან:
პირველ ბლოკში მოხდება ყველა გასავარჯიშებელ და გასავითარებელ უნარზე თვითრეფლექსია, სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით მონაწილეები დაადგენენ საკუთარ სამუშაო სტილს, სადაც მოიაზრება შემდეგი პარამეტრები: გადაწყვეტილების მიღების ტიპი, კომუნიკაციის ტიპი, პროდუქტიულობის ზონები, განვითარების მოდელი. მეორე ბლოკში მოხდება გაანალიზებული უნარების განვითარება სხვადასხვა პრაქტიკული ტექნიკისა თუ სავარჯიშოს საშუალებით („სად ვარ და მინდა რომ ვიყო თითოეული უნარის ჭრილში“).
ძირითადი ხელსაწყოები და ტექნიკები:
- რაპორტის დამყარება – პეისინგი და ლიდინგი
- მარკირების ტექნიკა
- ქცევის გამოწვევის და წახალისების ტექნიკები
- ემოციების იდენტიფიცირების ბორბალი
- ტაქტიკური კომუნიკაციის ტექნიკების ნაკრები
- პროდუქტიულობის მართვის ინდივიდუალური მატრიცა
- მომგებიანი გუნდის მუშაობის სცენარების შექმნა.
-
კურსის საკითხები
-
როგორია ჩემი კომუნიკაცია? – კომუნიკაციის სტილის განსაზღვრა;
-
როგორ ვიღებ და გავცემ უკუკავშირს;
-
როგორ წარვმართო ეფექტიანი მოლაპარაკება და მოვახდინო ზეგავლენა ადამიანის ქცევაზე?
-
როგორ ამოვიცნო სხვა ადამიანების ემოციები და განწყობები მოლაპარაკების პროცესში;
-
როგორ ვმართო თანამშრომლის განწყობა;
-
მოტივირება, უკუკავშირი, შეფასება;
-
ქცევის მოდელირება სამუშაო გარემოში;
-
სტრატეგია და გუნდის ხედვის განვითარება;
-
დროის მართვა და თვითრეგულაცია;
-
გუნდური მუშაობა.
-

