მიმოხილვა
რას ნიშნავს REM დეკოდირება?
სტრესი, ტრავმული გამოცდილებები და ემოციური კონფლიქტები ხშირად ქმნის ბლოკებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევებზე. სწორედ ამიტომ, შინაგანი ბალანსისა და ეფექტური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ტვინის ორივე ნახევარსფერო ჰარმონიულად მუშაობდეს.
REM დეკოდირება წარმოადგენს თანამედროვე ქოუჩინგისა და პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს, რომლის მიზანიც ემოციური ბლოკების შემცირება და ტვინში არსებული ნევროლოგიური კავშირების ტრანსფორმაციაა. პროცესი ეხმარება ადამიანს სტრესული გამოცდილებების გადამუშავებაში, შიშისა და დაძაბულობის შემცირებაში და შინაგანი სიმშვიდის აღდგენაში.
მეთოდის ეფექტურობა ემყარება REM ფაზის პრინციპს (Rapid Eye Movements – თვალების სწრაფი მოძრაობა) — ეს არის ძილის ის ეტაპი, რომლის დროსაც ჩვენი გონება ბუნებრივად ამუშავებს ემოციურ გამოცდილებებს. სწორედ ამიტომ არსებობს გავრცელებული ფრაზა: „გამოიძინე და დამშვიდდები“ — რადგან ძილი ხშირად გვაძლევს ემოციური განმუხტვის შესაძლებლობას.
REM დეკოდირება ამ ბუნებრივი პროცესის ფხიზელ მდგომარეობაში გააქტიურებას უწყობს ხელს. სპეციალური თვალის მოძრაობებისა და ნეიროლოგიური სტიმულაციის მეშვეობით, ტვინი იწყებს ახალი კავშირების ფორმირებას, რაც ადამიანს ეხმარება შეზღუდვების გადალახვასა და ახალი რესურსების გააქტიურებაში.
ეს მეთოდი ეფექტურად გამოიყენება ისეთი საკითხების მიმართულებით, როგორიცაა:
• საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევა
• სამუშაო სტრესთან გამკლავება
• დაბალი თვითშეფასების გადალახვა
• გადაწყვეტილების მიღების შიშის შემცირება
• მავნე ჩვევების დაძლევა
• სპორტსა და ბიზნესში რესურსული მდგომარეობის გაძლიერება
REM დეკოდირება აერთიანებს NLP-ის, კინეზიოლოგიისა და EMDR-ის ელემენტებს — მეთოდს, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულია, როგორც სტრესული გამოცდილებების გადამუშავების ერთ-ერთი ეფექტური პროცესი.
——
ტრენინგს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ REM დეკოდირების მეთოდს და გამოიყენოთ იგი პროფესიულ პრაქტიკაში, გაუძღვება მადიტა დიკჰუტი — თერაპევტი და საერთაშორისო დონის NLP ტრენერი გერმანიიდან.
მადიტა უკვე მრავალი წელია მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალური პრაქტიკის პარალელურად ატარებს უნიკალურ ტრენინგებსა და ვორქშოფებს. მისი სწავლების სტილი აერთიანებს თანამედროვე თერაპიულ მიდგომებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და აღმოსავლური მედიტაციური პრაქტიკის მსუბუქ ელემენტებს.
ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებით გამოყოფენ იმ უსაფრთხო, თავისუფალ და შთამაგონებელ გარემოს, რომელსაც მადიტა ქმნის სასწავლო პროცესში — გარემოს, სადაც განვითარება ბუნებრივ და კომფორტულ პროცესად იქცევა.
—-
ტრენინგი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, თერაპევტებისა და ქოუჩებისთვის
განრიგი
პარასკევი – შაბათი – კვირა: 10:00 – 18:00
ტრენინგის თარიღები – 7, 12, 13, 14 ივნისი
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის განვადებით.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
შინაარსი
-
ტაქტილური მარცხენა და მარჯვენა სტიმულაცია
-
ორმხრივი ჰემისფეროს სტიმულაცია
-
ნეიროლინგვისტური ქოუჩინგური ენის, როგორც ქოუჩინგური კომპასის გამოყენება
-
მიოსტატიკური ტესტი (კინეზიოლოგია) – კუნთების ტესტი ოპტიმალური ქოუჩინგური პროცესების მიზნობრივი დაგეგმვისთვის
-
აუდიალური სტიმულაცია (სპეციალური მუსიკა)
-
სტრესის რეგულირება – REM დეკოდინგი ეხმარება კლიენტს ეფექტურად დაარეგულიროს სტრესი და გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციებს სამუშაო კონტექსტში, მათ შორის გუნდური კონფლიქტებისას ან პარტნიორებთან დავების დროს.
-
რწმენის ქოუჩინგი – ეს ეხება შემზღუდავი რწმენის იდენტიფიცირებას (მაგ. „მე არ ვარ საკმარისად კარგი“) და მათ რესურსულ რწმენად გარდაქმნას.
-
კლიენტისთვის წარმატების საფუძვლის შექმნა – მათ შორის კრეატიულობის და ქარიზმის ზრდა და საკუთარი თავის უფრო პოზიტიურად აღქმა. “შინაგანი გუნდის” გაძლიერებით და მიზნების ვიზუალიზაციის გაუმჯობესებით, REM დეკონდინგ ქოუჩინგი უზრუნველყოფს გონებრივ მომზადებას უმაღლესი შესრულებისთვის. ისეთი საკითხები, როგორებიცაა გამოცდის შფოთვა და სცენის შიში, შესაძლებელია მარტივად მოგვარდეს REM დეკოდირების ქოუჩნგური მეთოდით.
-

