პროექტის მართვა ერთ-ერთი მიდგომიდან უმნიშვნელოვანეს ბიზნეს პროცესად იქცა, რომელიც ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა. ცვალებადი გარემო აიძულებს ორგანიზაციებს, სწრაფად მოერგონ გამოწვევებს, დროულად დახვეწონ მართვის სისტემები და დანერგონ სიახლეები.
ტრენინგი “პროექტის პრაქტიკული მართვა“ ეფუძნება ამ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელებისათვის პროექტის მენეჯმენტის საქართველოში აპრობირებული და პრაქტიკული პრინციპების, მეთოდებისა და საბაზისო ტექნიკების შესწავლას.
კურსის მონაწილეები გაეცნობიან პროექტების მართვის სპეციფიკას, ტექნიკებსა და გამოყენების განსხვავებულ შესაძლებლობებს. ტრენინგის პრაქტიკულობიდან გამომდინარე, მონაწილეებს პირდაპირი შეხება ექნებათ ყველა იმ ხელსაწყოსა და აპლიკაციასთან, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში.
კურსი განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ სხვადასხვა სახის პროექტების მართვა.
ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან პროექტის მენეჯმენტს, როგორც ცალკე დისციპლინას, მისი გამოყენების აუცილებლობებსა და უპირატესობებს, პროექტის მენეჯმენტის შემადგენელ კომპონენტებს და მიდგომებს, რომლებიც გამოიყენება ტრადიციული პრობლემების გადაჭრის დროს. ყურადღება მიექცევა რეალური საპროექტო სიტუაციების განხილვას, პროექტებისათვის დამახასიათებელი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებას და გადაწყვეტილებების მიღებას.
კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ პროექტის სრული ციკლის დამოუკიდებლად სამართავი ცოდნა და უნარები.