Headvice
პარალელური პროფესიაა

არასდროს არის გვიანი მოიფიქრო, გადაიფიქრო და გადაწყვიტო!

რუტინულობასა და პროფესიულ გადაწვაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ ჩვენივე ბლოგში, ახლა კი მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლებსაც დღეს ბაზარი და გარემო  ხშირად გვთავაზობს.

ვდგებით დილით ადრე, მივდივართ ოფისში და გვიანობამდე მხოლოდ ერთზე ვოცნებობთ, რომ სახლში მალე მივიდეთ და ჩვენი საყვარელი საქმით დავკავდეთ, მაგრამ ხშირად, ამავე საქმიანობისთვის არც დრო და არც ენერგია არ გვრჩება. სამწუხაროდ, ყოველდღიურ რუტინულ მორევს უმრავლესობა ვერ გაურბის და ებმება მასში, ხოლო პიროვნული განვითარებისთვის კი დრო აღარ გვრჩება.

ჩვენ გირჩევთ პროფესიების შესწავლას, რომლებიც თქვენს დროს, ენერგიასა და განვითარებისკენ სწრაფვას შეგინარჩუნებთ.

გრაფიკული დიზაინი თუ ვებ დეველოპმენტი, ეს ის სფეროებია, რომლის ახალბედა პროფესიონალები ბაზარს ნამდვილად სჭირდება. თქვენ შეგეძლებათ საქმის გაკეთება სამყაროს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ  გამოხატოთ თქვენი თავი ციფრულ სამყაროში.

შედეგად კი, დროს ავტონომიურად წარმართავთ. თქვენ ხომ უკეთ იცით „როდის“, „სად“ და „რა“ გჭირდებათ.

გამოსახე გრაფიკულად სამყარო, ობიექტები და სივრცეები, შემდეგ გაუზიარე სხვას და მიიღე სარგებელი, რაც ანაზღაურებაზე და ისევ და ისევ ძვირფას დროზე აისახება.

გრაფიკული დიზაინის შესწავლა იწყება ხელსაწყოებით. Adobe photoshop და Adobe Illustrator მოგცემს საშუალებას, შენი ფანტაზია არ შეზღუდო. ის გეხმარება შექმნა კრეატიული და ღირებული პროდუქტი ბაზრისთის.

საქართველოში გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი თვეში 7 500 ლარს შეადგენს!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ბმულს :

https://www.salaryexpert.com/salary/job/graphic-designer/georgia/tbilisi

მეორე მხრივ, ისწავლე კოდის წერა და შექმენი საიტის ვიზუალური ან ფუნქციური მხარე (FRONT-END ან BACK-END), დაეუფლე ციფრული სამყაროს ენებს HTML, CSS+, JAVASCRIPT-ს.

საქართველოში, Software developer-ის საშუალო ხელფასი 10 000 ლარს შეადგენს! მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.salaryexpert.com/salary/job/software-engineer/georgia/tbilisi

მოარგე სამსახური შენს შინაგან სამყაროს

და აქციე დრო ღირებულად!