მირიან ყენია

საკონტაქტო ინფორმაცია

მირიან ყენია

ტრენერი

გამოცდილება

მირიან ყენია – მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი და გამოცდილი პედაგოგი.

მან დაამთავრა ნ. ნიკოლაძის სამხატვრო ტექნიკუმი, ფერწერის მიმართულებით. შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქ. თბილისის ა. ქუთათელაძის სახ. სამხატვრო აკადემიაში, მედია ხელოვნების ფაკულტეტზე. არის განათლების ადმინისტრირების მაგისტრი და ბიზნეს ტექნოლოგიების დოქტორანტი!

გრაფიკული დიზაინის სფეროში მუშაობს 2004 წლიდან, დიზაინერისა და მხატვრული ხელმძღვანელის პოზიციაზე.

2004 წლიდან მოყოლებული დღემდე მისი სპეციალიზაციაა ბეჭდური/ციფრული დიზაინი, ვიდეო მონტაჟი/მოძრავი გრაფიკა და სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია.

2011 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მონაწილეობა მიიღო  გრაფიკული და სარეკლამო დიზაინის კურსების ჩამოყალიბებაში. სწორედ აქედან დაიწყო მისი პედაგოგიური მოღვაწეობა.

ამჟამად ის გახლავთ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული მენტორი, ასევე ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის (GAU) ასოცირებული პროფესორი და საბაკალავრო პროგრამის, “მედია პროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში”  ავტორი და ხელმძღვანელი.