სალომე გაჩეჩილაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

სალომე გაჩეჩილაძე

ტრენერი

გამოცდილება

სალომე გაჩეჩილაძე – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტში. 2017 წლიდან მუშაობს frontend დეველოპმენტის სფეროში. 2018 წლიდან ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში: თანატოლგანმანათლებელი, ლექტორი, კურსის კურატორი. 2019 წლიდან დასაქმებულია RSM Georgia Solutions-ში საცალო და სასაწყობე გადაწყვეტილებების სპეციალისტად, ასევე რეპორტინგის ანალიტიკოსად. 2020 წლიდან, თსუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე, ატარებს ვოქრშოპებს ვებ დეველოპემენტის მიმართულებით, ხოლო 2021 წლიდან კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრსა და პროფესარეაში ხელმძღვანელობს ვებ დეველოპმენტის კურსებს. 2019 წლიდან ყოველი წლის ზაფუხულს უერთდება Geolab-ისა და Academia Europea-ს საერთო საზაფხულო სკოლას, სადაც ატარებს ტრენინგებს Web Development-ის მიმართულებით. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო აიესეკის გაცვლით პროგრამაში, იტალიაში ეხმარებოდი სტუდენტებს ინგლისური ენის შესწავლასა და ამ მხრივ კომპლექსების დაძლევაში (სკოლა: ITCG Baggi). 2017 წელს Geolab-სა და ჯეოსელის მიერ ორგანიზებულ “კომპიუტერი 50+ ადამიანებისთვის” პროექტში ჩართული იყო, როგორც მოხალისე ლექტორი.