შესყიდვების მართვა - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾550

დაწყების თარიღი

23 marti

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც საბაზისო ცოდნას შესყიდვების უწყვეტი და ეფექტური მართვის პროცესის შესახებ, ასევე დაეუფლებიან შესყიდვების ეფექტურად მართვას. ისინი განსაზღრავენ კომპანიის საჭიროებებს, ხარჯების კატეგორიზაციას, დაუფლებიან ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, შეიმუშავებენ საბაზრო რისკების მართვის მექანიზმებს და გაეცნობიან მომწოდებლის მოძიებისა და მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:

  • შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციის სწორად ჩამოყალიბებას;
  • ბაზრის კვლევის ჩატარებას;
  • შესყიდვების კატეგორიებად დაყოფას და სტრატეგიების შემუშავებას;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას;
  • უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფას;
  • მომწოდებლების მოძიებას და შერჩევას.

კურსი განკუთვნილია:

  • შესყიდვების მენეჯერებისთვის და/ან სამსახურის უფროსებისთვის
  • ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის და საოპერაციო დირექტორებისთვის
  • როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველებისთვის
 
  • შესყიდვების როლი და მნიშვნელობა;
  • შესყიდვების საფუძვლები და განმარტებები;
  • შესყიდვების ტიპების განსაზღვრა;
  • საერთო სტრატეგია და მისი მნიშვნელობა;
  • სპეციფიკაციის გაწერა და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენება;
  • შესყიდვის სრული პროცესი და ხარჯების კატეგორიზაცია;
  • ბაზრის ანალიზი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით (SWOT ანალიზი, PESTED ანალიზი, 5 ძალის მოდელი);
  • რისკების ანალიზი;
  • კატეგორიის განსაზღრა და მართვის ძირითადი ამოცანები;
  • პორტფოლიო ანალიზი;
  • სტრატეგიის განსაზღვრა;
  • მომწოდებლების მოძიება და შერჩევა;
  • შერჩევისთვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრა;
  • არსებული მომწოდებლების მართვა, ანალიზი და შეფასება;
  • უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ჯგუფის დაკავშირებული მხარეები და პასუხმგებლობები;
  • კომუნიკაციის დამყარება შიდა დამკვეთებთან;

თამარ ახსიაშვილი

შესყიდვების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების კონსულტანტი და შესყიდვების ტრენერი.

შვეიცარული ტრენინგ კომპანიის Siegel HR-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

CIPS – The Chartered Institute of Procurement & Supply წევრი.

პაშა ბანკ საქართველოს (Pasha Bank Georgia & its sub-brand Re|Bank) შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 23 მარტი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 6 აპრილი

☑ტრენინგის დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი

☑ტრენინგის თარიღები: 23, 25, 30 მარტი და 1, 6 აპრილი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 12 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:30

☑ტრენინგის საფასური: 550 ლარი

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს