“შესყიდვების მართვა“ – საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მსოფლიოსა და საქართველოში გამოცდილი მეთოდებით და ინსტრუმენტების გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ როგორც საბაზისო ცოდნას შესყიდვების უწყვეტი და ეფექტური მართვის პროცესის შესახებ, ასევე დაეუფლებიან შესყიდვების ეფექტურად მართვას. ისინი განსაზღრავენ კომპანიის საჭიროებებს, ხარჯების კატეგორიზაციას, დაუფლებიან ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, შეიმუშავებენ საბაზრო რისკების მართვის მექანიზმებს და გაეცნობიან მომწოდებლის მოძიებისა და მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
- შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციის სწორად ჩამოყალიბებას;
- ბაზრის კვლევისთვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებას;
- შესყიდვების პორტფელის გაანალიზებას, კატეგორიებად დაყოფას და სტრატეგიების შემუშავებას;
- შესყიდვასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრას;
- მომწოდებლების მოძიებას და შეფასებას;
- მოლაპარაკებებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას;
- მიღებული შემოთავაზებების და მომწოდებლების შეფასებას და შერჩევას.
კურსი განკუთვნილია:
- როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები შემსყიდველებისთვის
- კატეგორიის მენეჯერებისთვის
- შესყიდვების მენეჯერებისთვის
ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს განვადებით.
საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია