პროექტების პრაქტიკული მართვა - Headvice • ჰედვაისი
ღირებულება

₾1100

დაწყების თარიღი

15 მარტი

განვადება

ისარგებლეთ 0%-იანი საბანკო განვადებით

მიმოხილვა

პროექტის მართვა ერთ-ერთი მიდგომიდან უმნიშვნელოვანეს ბიზნეს პროცესად იქცა, რომელიც ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა. ცვალებადი გარემო აიძულებს ორგანიზაციებს, სწრაფად მოერგონ გამოწვევებს, დროულად დახვეწონ მართვის სისტემები და დანერგონ სიახლეები.

ტრენინგი “პროექტის პრაქტიკული მართვა“ ეფუძნება ამ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის (პროექტების მართვის ინსტიტუტი), მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც მიზნად ისახავს მსმენელებისათვის პროექტის მენეჯმენტის საქართველოში აპრობირებული და პრაქტიკული პრინციპების, მეთოდებისა და საბაზისო ტექნიკების შესწავლას.

ტრენინგის მიზანი

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან პროექტის მენეჯმენტს, როგორც ცალკე დისციპლინას, მისი გამოყენების აუცილებლობებსა და უპირატესობებს, პროექტის მენეჯმენტის შემადგენელ კომპონენტებს და მიდგომებს, რომლებიც გამოიყენება ტრადიციული პრობლემების გადაჭრის დროს. ყურადღება მიექცევა რეალური საპროექტო სიტუაციების განხილვას, პროექტებისათვის დამახასიათებელი სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებას და გადაწყვეტილებების მიღებას.

🔘 პროექტის მართვის ციკლი და დამახასიათებელი პროცესები;
🔘 პროექტის ვადების და ხარჯების მართვა;
🔘 PERT მეთოდოლოგია;
🔘 პროექტის რისკების ტიპები, რისკების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია;
🔘 პროექტისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა; 
🔘 პროექტის მონიტორინგი და კონტროლი Microsoft Project-ის დახმარებით;
🔘 პროექტის გეგმის შექმნა ქსელური დაგეგმვის ტექნიკის გამოყენებით;
🔘 MS Project-ში ჩაშენებული ანგარიშგების წარმოება.

ილია რევია

პროექტების მენეჯმენტის 18 წლიანი გამოცდილება; წარმატებით განხორცილებული კომპლექსური, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ბიზნეს და IT პროექტები წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტუტებში (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, კრისტალი).

განათლება: იონჩეპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნესის განახლებაში; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს-სკოლის მაგისტრი პროექტების მართვაში, ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) საქართველოში.

საკონსულტაციო და ტრენინგ საქმიანობა დაიწყო 2011 წლიდან; წარმატებით განხორციელებული ტრენინგები და საკონსულტაციო საქმიანობა პროექტების მართვის დარგში შემდეგი ორგანიზაციებისთვის: თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, საქართველოს რეგიონებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია, სსსტც „დელტა“, კრეატიული სააგენტო Leavingstone, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, იუსტიციის სახლი, Evex, Aldagi, Imedi-L, Pharmadepot, Socar, კავკასიის უნივერსიტეტი, PMCG, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, და სხვა.

☑ტრენინგის დაწყების დღე: 15 მარტი

☑ტრენინგის დასრულების თარიღი: 9 აპრილი

☑ტრენინგის დღეები: ორშაბათი/პარასკევი

☑საათების ჯამური რაოდენობა: 24 საათი

☑დაწყების დრო: 19:00

☑დასრულების დრო: 21:00

☑ტრენინგის საფასური: 1100 ლარი

საქართველოს ბანკის “სოლო” მომხმარებლები ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.

ტრენინგზე ანგარიშსწორებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით ან მოახდინოთ თანხის გადანაწილება ტრენინგის დასრულებამდე. 

📌ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

გთხოვთ, ტრენინგზე დარეგისტრირებამდე გაეცნოთ წესებს და პირობებს