კურსის შესახებ
- ადამიანების არასწორი შეფასება – ისწავლი ქცევითი პატერნების შემჩნევასა და ფაქტების ინტერპრეტაციებისგან გამიჯვნას.
- კომუნიკაციის ბარიერები – გაიგებ, როგორ მოარგო შენი საკომუნიკაციო სტილი სხვადასხვა ადამიანს.
- ურთიერთგაგებისა და ნდობის ნაკლებობა – დაეუფლები რაპორტის შექმნისა და ეფექტური მოსმენის ტექნიკებს.
- რთული ურთიერთობები და კონფლიქტები – ისწავლი წინააღმდეგობის, დაძაბულობისა და რთული დიალოგების მართვას.
- დარწმუნებისა და გავლენის სირთულე – გაიგებ, როგორ გამოიყენო ადამიანის მოტივები, ინტერესები და გადაწყვეტილების მიღების თავისებურებები ეფექტური არგუმენტაციისთვის.
- საკუთარი ავტომატური რეაქციები – ისწავლი ქცევითი ავტოპილოტის ამოცნობასა და საკუთარი რეაქციების მართვას.
რით არის პროგრამა გამორჩეული?
მონაწილეები რეალისტურ სიმულაციაში ქმნიან ადამიანის ქცევით პროფილს, ადგენენ სავარაუდო მოტივებს, ამყარებენ რაპორტს და იყენებენ შესაბამის საკომუნიკაციო სტრატეგიას შეთანხმების მისაღწევად.
რას მიიღებ კურსის დასრულების შემდეგ?
ვისთვის არის კურსი?
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
მოდული 1. ქცევითი ავტოპილოტი - 4 საათი
რატომ ვიქცევით ისე, როგორც ვიქცევით? ტექნიკები: ABC Behavioral Analysis, Trigger Mapping, Cognitive Reframing. პრაქტიკა: ავტომატური რეაქციების თამაში, უხილავი ინსტრუქციების ექსპერიმენტი.
-
ავტომატური ქცევა და ქცევითი პატერნები;
-
კოგნიტური მიკერძოებები და აღქმის შეცდომები;
-
პირველი შთაბეჭდილების ფსიქოლოგია;
-
სტრესის გავლენა ქცევასა და გადაწყვეტილებებზე;
-
საკუთარი ქცევითი ტრიგერების ამოცნობა და მართვა.
-
-
მოდული 2. ქცევითი პროფაილინგი - 4 საათი
როგორ შევქმნათ ადამიანის ქცევითი პორტრეტი? ტექნიკები: Behavioral Baseline Mapping, OCEAN Mapping, Behavioral Pattern Analysis. პრაქტიკა: 60-წამიანი პროფაილინგი, ქცევითი ფაზლი, პროგნოზების ლაბორატორია.
-
ქცევითი დაკვირვებისა და პროფაილინგის პრინციპები;
-
Behavioral Baseline – ინდივიდუალური ქცევითი ნორმა;
-
Behavioral Clusters – ქცევითი ნიშნების ერთობლიობა;
-
Big Five/OCEAN და DISC მოდელები;
-
პიროვნული მახასიათებლები და სიტუაციური ქცევა;
-
ქცევითი პატერნების ანალიზი და შესაძლო რეაქციების პროგნოზირება.
-
-
მოდული 3. სხეულის ენა და არავერბალური კომუნიკაცია - 4 საათი
რას ამჩნევ სიტყვების მიღმა? ტექნიკები: Facial Action Observation, Vocal Cue Analysis, Behavioral Calibration. პრაქტიკა: ჩუმი დიალოგი, ემოციის დეტექტივი, „სიმართლე თუ ტყუილი?“ - დაკვირვებისა და ვარაუდების შემოწმების ექსპერიმენტი.
-
სხეულის ენა და არავერბალური სიგნალები;
-
სახის მიკრო და მაკროგამომეტყველებები;
-
ემოციების ანალიზი და FACS-ის საფუძვლები;
-
თვალის კონტაქტი, ჟესტები და სხეულის პოზა;
-
ხმის ტონი, საუბრის ტემპი და პაუზები;
-
ქცევითი ცვლილებებისა და ვერბალური შეუსაბამობების ანალიზი;
-
სიცრუის ამოცნობის გავრცელებული მითები.
-
-
მოდული 4. საგამოძიებო ინტერვიუ და რაპორტი - 4 საათი
როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და დავამყაროთ ნდობა? ტექნიკები: Cognitive Interview, PEACE, Funnel Questioning, OARS, Strategic Silence. პრაქტიკა: FBI-ის ტიპის ინტერვიუს სიმულაცია, კითხვების ხაფანგი, რაპორტის ექსპერიმენტი.
-
რაპორტის შექმნა და ნდობის ფსიქოლოგია;
-
აქტიური და რეფლექსიური მოსმენა;
-
კითხვების დასმის სტრატეგიები;
-
Cognitive Interview – ინფორმაციის მიღების ტექნიკები;
-
FBI-ის კვლევებზე დაფუძნებული ინტერვიუს მიდგომები;
-
PEACE – სტრუქტურირებული საგამოძიებო ინტერვიუ;
-
საუბარში წინააღმდეგობის ამოცნობა და ინფორმაციის გადამოწმება.
-
-
მოდული 5. ფსიქოლოგიური მოტივები და გავლენა - 4 საათი
რა ამოძრავებს ადამიანებს და როგორ მივაღწიოთ შეთანხმებას? ტექნიკები: Motivation Mapping, Framing & Reframing, Interest-Based Persuasion, Resistance Mapping. პრაქტიკა: დაფარული მოთხოვნილების აღმოჩენა, გავლენის ლაბორატორია, აღქმის შეცვლის ექსპერიმენტი.
-
ადამიანის ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები და მოტივაცია;
-
უსაფრთხოება, სტატუსი, აღიარება, ავტონომია და მიკუთვნებულობა;
-
Human Needs Map — მოტივების ანალიზი;
-
გადაწყვეტილების მიღებისა და დარწმუნების ფსიქოლოგია;
-
სოციალური გავლენის პრინციპები;
-
წინააღმდეგობის მიზეზები და მათი მართვა;
-
მოტივებზე მორგებული არგუმენტაცია.
-
-
მოდული 6. ურთიერთობების მართვა - 4 საათი
როგორ ვმართოთ რთული კომუნიკაცია და მივაღწიოთ შედეგს? ტექნიკები: De-escalation, Nonviolent Communication (NVC), Difficult Conversations Framework, Behavioral Strategy Mapping. პრაქტიკა: რთული დიალოგის სიმულაცია, მოლაპარაკება წნეხის ქვეშ.
-
კონფლიქტის ფსიქოლოგია და ემოციური ესკალაცია;
-
რთული თანამოსაუბრის ქცევის ანალიზი;
-
ასერტიული კომუნიკაცია და პირადი საზღვრები;
-
კონფლიქტის დეესკალაცია;
-
მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის ტექნიკები;
-
კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
-
ქცევის ანალიზისა და გავლენის ტექნიკების ინტეგრაცია.
-

