მიმოხილვა
პოტენციალის აღმოჩენა, ბარიერების გადალახვა, ძლიერი რესურსების გამოღვიძება და თვითანალიზი – ეს პროცესი შენთვისაა თუ ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა.
თუ გრძნობ, რომ ცვლილება გჭირდება, მაგრამ რაღაც გაუცნობიერებელი პროცესი აფერხებს მას, შეიძლება წინაღობა სათავეს ისეთ სისტემაში იღებდეს, როგორიც ოჯახია.
სისტემური განლაგების ტრენინგზე აღმოაჩენ არაცნობიერ კავშირებს პირად ისტორიასა და ცხოვრებაზე მოქმედ სისტემებს შორის.
მიიღებ ინფორმაციას რწმენის, ქცევისა და შეფერხებების წარმოშობის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემს გათავისუფლდე არაცნობიერი ქცევითი შაბლონებისგან, ავტომატური რეაქციის ფორმებისგან და სხვა ჩვევებისგან, რომელიც აღარ მუშაობს შენს სასარგებლოდ.
სისტემური განლაგება არა მხოლოდ გამოავლენს გამოწვევებს, არამედ მოგცემს წვდომას საკუთარ თვისებებზე, უნიკალურ რესურსებსა და პოტენციალზე.
ეს მეთოდი შეზღუდვების მოხსნის ერთგვარი გზამკვლევია, იმ შეზღუდვების რომლებიც ზოგჯერ მთლიანად ცდება პიროვნულ გამოცდილებას და სათავეს იღებს კიდევ უფრო ღრმა სისტემებიდან. ტრენინგი აგებულია ბერტ ჰელინგერის სიტემური განლაგების მეთოდზე, რომელიც მოიაზრებს შინაგანი ბარიერების აღმოჩენისა და პიროვნული ტრანსფორმაციის ძლიერ ხელსაწყოებს.

ვისთვის არის კურსი?
- ადამიანი, რომელიც ეძებს საკუთარ თავს;
- ადამიანი, რომელიც დგას დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინ;
- ადამიანისთვის პიროვნული ზრდის გზაზე;
- ადამიანისთვის, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების და შეზღუდვების აღმოჩენა სურს.
მეთოდოლოგია
სავარჯიშოები ჩატარდება როგორც მთელი ჯგუფის მონაწილეობით, ასევე მცირერიცხოვან სუბ ჯგუფებშიც, ცალკეულად მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, და ასევე ერთობლივად კომპოზირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით.
მონაწილეები ასევე გაეცნობიან სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ასევე ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.
გთხოვთ, დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ტრენინგზე მონაწილეობის წესებს და პირობებს.
-
ვორქშოპის შინაარსი
-
თემატური აუდიო მედიტაციები – ბერტ ჰელინგერი
-
წარმომავლობითი და აწმყოს გენოგრამა – ბერტ ჰელინგერი
-
დედა (სიყვარული), მამა (ცხოვრება), შვილი – ბერტ ჰელინგერი
-
დაო (TAO) უნივერსალური სინდისი – რობერტ დოიჩი
-
ნიადაგის ღუზა (Ground Anchoring) – რობერტ დილტსი
-
სუბ-ჯგუფური სავარჯიშოები სტრუქტურულ თემებზე
-
წინაპრების ხაზი – ტრანსგენერაციული გადაცემები
-
9 ველის განლაგება და მინიატურები – მატიას ვარგა
-
სიმბიოზის და ავტონომიის ფსიქოტრავმა (IoPT) – ფრანც რუპერტი
-
ნეირო იმაგინატორული გეშტალტი (NIG) – ევა მადელუნგი
-